უკრაინას, საქართველოს მოძმე ერს, ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! ამ მძიმე ბრძოლაში, ერთი მტრის წინააღმდეგ, ქართველი ხალხი უკრაინელი ხალხის გვერდით დგას და დარწმუნებული ვართ უკრაინის გამარჯვებაში.
დღეს საქართველოს კონსტიტუციის დღეა. კონსტიტუცია არის ის ფუნდამენტი, რაზეც შენდება სახელმწიფო, რაზეც დგას სამართლიანობა და რაც არის გზამკვლევი ნებისმიერი ერისთვის – ამის შესახებ პარტია “პროგრესი და თავისუფლება”-ს ლიდერმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.
“სამწუხაროდ, საქართველოს კონსტიტუცია მრავალჯერ გადაიწერა და დღეს მორგებულია და ემსახურება ივანიშვილისა და მისი „ოცნებისთვის“ ხელისუფლების შენარჩუნებას.
ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, უნდა შეიქმნას ახალი კონსტიტუცია, რომელიც მიმართული იქნება ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის განვითარებისკენ.
თითქმის ყოველდღიურად ვისმენთ, რომ კანონი უზენაესია, რომ კანონები უნდა დავიცვათ – დიახ, ეს სწორია, მაგრამ საქართველოში უამრავი კანონია, რომელიც არის უსამართლო, მორგებულია „ქართულ ოცნებას“, ხელს უწყობს კორუფციას, არჩევნების გაყალბებას, შერჩევით სამართალს, აკნინებს ადამიანის უფლებებს, თავისუფალ მედიას. ეს კანონები არ იწვევს პატივისცემას და უნდა შეიცვალოს!
მინდა შეგახსენოთ, რომ ნაცისტურ გერმანიაში 6 მილიონი ებრაელი და ყველა სხვა მოქალაქე, ვინც არ ეთანხმებოდა ნაციზმს, სწორედ ზედმიწევნით, დაწვრილებით დაწერილი კანონებით გაანადგურეს. ასეთ უსამართლო კანონებს ვერც ავიტანთ, ვერც დავიცავთ.
ზუსტად ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ საქართველოს წინსვლისთვის!” – აცხადებს ოქრიაშვილი.