ზურაბ ქადაგიძე ჩერგოლეიშვილს: იდენტობის არსი რომ გესმოდეთ ერის ხმას უნდა გრძნობდეთ და სამშობლოს ინტერესები მიგაჩნდეთ უპირველესად, თუმცა თქვენთვის სამშობლო დასაცინი სიტყვაა და ეროვნება საუკუნეების გადმონაშთი

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე თამარ ჩერგოლეიშვილის ფეისბუქ სტატუსს ეხმიანება და წერს- მამული და სამშობლო საქილიკოდ გახადეთ, სარწმუნოებას და ეკლესიას თქვენზე მეტი მტერი არ ჰყოლია,ხოლო ქართული ენა მხოლოდ დამწერლობა გგონიათ.

 

“თქვენ ვისი ქ-ნო თამარა, შენი და გიგასი? იდენტობა რომ აკერმანის სემინარებიდან ისწავლეთ და ჯინ შარპი “ეროვნული მოძრაობის” სულის ჩამდგმელი გგონიათ მაგიტომ ხართ იმ წუმპეში, სადაც ქართველმა ხალხმა მიგიჩინათ ადგილი…

 

იდენტობის არსი რომ გესმოდეთ პირველ რიგში ერის ხმას უნდა გრძნობდეთ და სამშობლოს ინტერესები მიგაჩნდეთ უპირველესად, თუმცა თქვენთვის ხომ სამშობლო დასაცინი სიტყვაა და ეროვნება საუკუნეების გადმონაშთი… ილია ჭავჭავაძის ნაწყვეტებით რომ ცდილობთ ფონს გახვიდეთ და კაბინეტში ფოტოს დაკიდება ან განცხადებებში “მგზავრის წერილები” გგონიათ ილიასეული ღირებულებები და იდენტობის არსი, იმიტომ ხართ უსამშობლო ნაძირლები…

 

მამული და სამშობლო საქილიკოდ გახადეთ, სარწმუნოებას და ეკლესიას თქვენზე მეტი მტერი არ ჰყოლია, ხოლო ქართული ენა მხოლოდ დამწერლობა გგონიათ… ბოლშევიკებმა სხვა კი არაფერი ჩაიდინეს? მთელი თავისი მოღვაწეობის განმავლობაში ანგრიეს ქართული იდენტობა, ტრადიცია, ენა და ღირებულებები, ხოლო თქვენ და თქვენმა “პრადვინუტმა” მეუღლემ 21-ე საუკუნეში დაიწყეთ იგივეს მცდელობა-ახალი იდენტობა, ფსევდო-ღირებულებები, პარტიული-ინტერესები…. ჰო და თქვენზე მეტი ბოლშევიკი და მავნებელი საქართველოს არ ჰყოლია. კარგია რომ თქვენ თამაშგარე მდგომარეობას ხვდებით და მაგიტომ “იხევით შუაზე”… ნამდვილად, თქვენი დრო 2012 წელს დასრულდა… ასე, რომ მოდუნდით და შეეგუეთ რეალობას…”- წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

Back to top button