„ეტყობა, რეიგანი წინასწარ ჭვრეტდა, დადგებოდა დრო, როდესაც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვა მხოლოდ პოლიტიკურ კონიუნქტურას დაექვემდებარებოდა და დემოკრატიის შუქურად შეფასდებოდა ისეთი ანტიდემოკრატიული და ანტიჰუმანური რეჟიმები და პოლიტიკური ძალები, როგორიც საქართველოში სააკაშვილის მმართველობა და მისი პარტია იყო“- ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც კაკაბაძემ აღნიშნა ამის ნათელი მაგალითია, საქართველოში აშშ-ს საელჩოს და კონკრეტულად ელჩი დეგნანის მიერ ნაცების ანტიდემოკრატიული და სადისტური რეჟიმის მიმართ გამოხატული სიმპათიები და მათი ხელისუფლებაში დაბრუნების სისტემატური მცდელობები.
მისივე თქმით სრულდება როლანდ რეიგანის წინასწარმეტყველება და აშშ-ში ფაშიზმი ლიბერალიზმის სახელით მკვიდრდება.
„თუ ფაშიზმი ოდესმე მოვა ამერიკაში, ის მოვა ლიბერალიზმის სახელით“ -(რონალდ რეიგანი) გასაოცარი სიტყვებია, მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რეიგანის პრეზიდენტობის პერიოდს,(ანუ მე-20 საუკუნის 70-80-იან წლებში) ლიბერალიზმის გაგება სრულიად სხვა იყო.
იმდროინდელი ლიბერალიზმი დღევანდელი გაგებით თითქმის კონსერვატიზმად აღიქმება. ეტყობა, რეიგანი წინასწარ ჭვრეტდა, დადგებოდა დრო, როდესაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უფლება, მხოლოდ “ნეოლიბერალური კლანის” პრივილეგია გახდებოდა, მათთვის მიუღებელი აზრების მქონენი,- ამ ბოროტი კლანის თვალთვალის მიყურადების და დევნის ობიექტად იქცეოდა.
მართვადი და დამონებული მედიასაშუალებებით, სხვაგვარად მოაზროვნეები, კეთროვანებად საზოგადოებისთვის მიუღებლებად გამოცხადდებოდნენ (როგორც ეს ხდებოდა ფაშისტურ საზოგადოებაში). დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვა მხოლოდ პოლიტიკურ კონიუნქტურას დაექვემდებარებოდა და დემოკრატიის შუქურად შეფასდებოდა ისეთი ანტიდემოკრატიული და ანტიჰუმანური რეჟიმები და პოლიტიკური ძალები, როგორიც საქართველოში სააკაშვილის მმართველობა და მისი პარტია იყო. ხალხის მიერ ამ ფაშისტური ძალის საქართველოს ხელისუფლებიდან განდევნის შემდეგაც კი ა.შ.შ-ის “ლიბერალური”კლანი, მათი ხელისუფლებაში დასაბრუნებლად იბრძოლებდა.
ალბათ იმასაც გრძნობდა გამოცდილი რეიგანი, რომ მისი სიკვდილის შემდეგ, 90-იანი წლების შუა ხანებიდან არანორმალურ და არატრადიციულ სექსუალურ ურთიერთობებს ნეოლიბერალები ნორმად და ტრადიციულად შეაფასებდნენ, ლგბტ საზოგადოებას ყველაზე პროგრესულად წარმოაჩენდნენ, ხოლო ასეთი „ახალი ნორმების“ არმიმღებებს ჩამორჩენილებად და ჰომოფობებად გამოაცხადებდნენ.
როდესაც რეიგანი, სათაურში მოყვანილ, წინასწარმეტყველურ სიტყვებს ამბობდა, ეტყობა, იცოდა, 30 წლის შემდეგ ამერიკაში ნორმად იქნებოდა მიჩნეული ქალის ქალზე და კაცის კაცზე დაქორწინება, ფერადკანიანთა მიმართ თეთრკანიანების საჯარო დაჩოქებები, მიუღებელი ჯგუფების წარმომადგენლებისთვის გადაადგილების თავისუფლებისა და კერძო საკუთრების უფლების შეზღუდვა, უღირსობის ღირსებად მონათვლა და აშშ-ს მხრიდან არადემოკრატიული ქვეყნების რეჟიმების დაცვა.
ეს ყველაფერი კი შეიფუთებოდა ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის იდეების დაცვის ლოზუნგებით. ამის ნათელი მაგალითია, საქართველოში აშშ-ს საელჩოს და კონკრეტულად ელჩი დეგნანის მიერ ნაცების ანტიდემოკრატიული და სადისტური რეჟიმის მიმართ გამოხატული სიმპათიები და მათი ხელისუფლებაში დაბრუნების სისტემატური მცდელობები. ეს პოლიტიკა განსაკუთრებით ბოლო ხანებში გამოიკვეთა, როდესაც ელჩმა დეგნანმა საბოლოოდ ჩამოიხსნა ნიღაბი.
ალბათ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს თვალწინ სრულდება როლანდ რეიგანის წინასწარმეტყველება, აშშ-ში ფაშიზმი ლიბერალიზმის სახელით მკვიდრდება. თუ აშშ-ს დღევანდელი ადმინისტრაცია კვლავაც გააგრძელებს თავის პოლიტიკას ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, თუ წლევანდელ ნოემბრის კონგრესის არჩევნებში და 2 წლის შემდეგ, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში არ გაიმარჯვებენ კონსერვატორული ძალები, ლიბერალური ფაშიზმის ბატონობა აშშ-ი და მსოფლიოში შეუქცევად სახეს მიიღებს“- წერს ნანა კაკაბაძე.