თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო დიპლომატებთან შეხვედრა გამართა. გერმანიის უკვე ყოფილმა თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ლარს უკერვიცმა საქართველოში დიპლომატიური მისია დაასრულა. მას ვიცე-პოლკოვნიკი ანდრეას ზებალდი ცვლის.
ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ ვიცე-პოლკოვნიკ ლარს უკერვიცს საქართველოს თავდაცვის უწყებასთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და მედლით „ღირსეული პარტნიორი“ დააჯილდოვა. გენერალმა ახლად დანიშნულ ატაშეს თანამდებობა მიულოცა და საქართველოში წარმატებული დიპლომატიური მისია უსურვა.