მიხეილ ყაველაშვილი: იმდენად გადაფარებულია რადიკალურ ოპოზიციას და მესამე სექტორს, ეჭვი გამიჩნდა, ხომ არ იყო თავად დეგნანი აკერმანის შეკრების მონაწილეც

ეჭვი გამიჩნდა, ხომ არ იყო თავად დეგნანი აკერმანის შეკრების მონაწილეც, სადაც იგეგმებოდა პროცესები, რომელიც შემდეგ ივნისში წარიმართა ,- ამის შესახებ “ქართული ოცნებიდან” წასულმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ყაველაშვილის თქმით, მმართველი გუნდიდან წასული ოთხი დეპუტატი ფაქტებით საუბრობს და ელჩს პასუხები აქვს გასაცემი.

“ჩვენ ვსაუბრობთ ფაქტებით. ეს არის მნიშვნელოვანი. როდესაც ფაქტებით ვსაუბრობთ, ქალბატონ დეგნანს პასუხები აქვს გასაცემი. მას არაერთხელ მივმართეთ, ეს არ არის მხოლოდ ოთხი დეპუტატის კითხვები, ესაა საზოგადოების კითხვები. მისი მხარდაჭერა NGO-სა და რადიკალური ოპოზიციის, “გავრილოვის ღამისა” და “პივიტის” უმნიშვნელო ცდომილებად მოხსენიება.. არ გავჩერდებით. ჩვენ ვართ თანმიმდევრულები. ბევრი ინფორმაცია გვქონდა კულუარებში, რომ საშიშროება კვლავ გრძელდება საქართველოსთან მიმართებით. ახლა დამებადა ეჭვი – იმდენად გადაფარებულია რადიკალურ ოპოზიციას და მესამე სექტორს, რომ ეჭვი გამიჩნდა, ხომ არ იყო მონაწილე თავად დეგნანი აკერმანის შეკრებისაც, სადაც იგეგმებოდა პროცესები, რომელიც ივნისში წარიმართა. მისი პასუხები და რადიკალური ოპოზიციის ქმედებები იმდენად შერწყმულია, ეს ორმაგი სტანდარტიც აღარაა ”,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისი თქმით, ვარაუდები, რაზეც ოთხი დეპუტატი საუბრობდა, კელი დეგნანმა თავად გაამართლა.

“არც ერთხელ ჩვენ ელჩისთვის შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია. დადანაშაულებას რაც შეეხება – შეფასებაში ვერ დავეთანხმები. ფაქტებია მოყვანილი, რაზეც ჰქონდა საუბარი – არჩევნებზე, NGO-ებზე. დავინახეთ, რომ ჩვენი ვარაუდი თავად გაამართლა ქალბატონმა ელჩმა. უკვე მხარედ გამოიკვეთა ეს ადამიანი”,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

Back to top button