ნინო ფოჩხუა: ქვეყანა, რომელიც დამოუკიდებლობისთვის 30 წელია სისხლის ფასად იბრძვის, როგორ შეიძლება ვერ აცნობიერებდე, რომ ზუსტად დღეს დადგა ის მომენტი, როცა სულ ცოტა გვაშორებს ნადვილ სუვერენიტეტს

„ბოკერიას ვითომ ხუმრობით ნათქვამმა რუსეთის აგენტობას “ცერეუს” აგენტობა ჯობიაო, ზუსტად ასახა ის დამოკიდებულება, რაც დღევანდელ საქართველოში, მართალია მოსახლეობის მცირე ნაწილში, მაგრამ საკმაოდ ღრმად არის გამჯდარი“- წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

მისი თქმით რაც შეეხება აგენტობას, არ აქვს მნიშვნელობა რომელი ქვეყნის, სამშობლოს ღალატია, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და მონაწილეობა ქვეყნის დაქცევაში, ვინც არ უნდა იყოს, პოლიტიკურად უნდა იყოს დასჯადი.

„ბოკერიას ვითომ ხუმრობით ნათქვამმა რუსეთის აგენტობას “ცერეუს” აგენტობა ჯობიაო, ზუსტად ასახა ის დამოკიდებულება, რაც დღევანდელ საქართველოში, მართალია მოსახლეობის მცირე ნაწილში, მაგრამ საკმაოდ ღრმად არის გამჯდარი.

არაერთხელ შემხვედრია მსგავსი დამოკიდებულება აქ, ამ სივრცეში. ჩემი აზრით, ეს საბჭოთა მენტალიტეტია, რომელიც თითქმის გენეტიკურად არის გამჯდარი ჩვენში. არ განვიკითხავ, მაგრამ მიკვირს, შენი ქვეყანა, რომელიც 30 წელია სისხლის ფასად დამოუკიდებლობისთვის იბრძვის, როგორ შეიძლება ვერ აცნობიერებდე, რომ ზუსტად დღეს დადგა ის მომენტი, როცა სულ ცოტა გვაშორებს ნადვილ სუვერენიტეტს. რაც შეეხება აგენტობას, არ აქვს მნიშვნელობა რომელი ქვეყნის, სამშობლოს ღალატია, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და მონაწილეობა ქვეყნის დაქცევაში, ვინც არ უნდა იყოს, პოლიტიკურად უნდა იყოს დასჯადი.

რაც შეეხება ხელისუფლებას, ის მყარად დგას თავის პოზიციაზე და ასე უნდა გააგრძელოს თუ გვინდა სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება, რადგან უკან დახევა დანაშაულის ტოლფასია“- წერს ფოჩხუა.

Back to top button