გია აბაშიძე: გიგა ბოკერია CIA-ის აგენტობას ნატრულობს

ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში გიგა ბოკერიას ნათქვამს ეხმიანება.

 

მისი თქმით, როდესაც კანონმდებლობა გამართულია და აღსრულებაც არ აყოვნებს, იქ მავნებლები და პოლიტიკური დივერსანტები ვეღარ ხარობენ. ვიმეორებ – ევროპელი იურისტების მონაწილეობით. რაც შეეხება პოლიტიკურ ჯამბაზებს – მაგალითად, გიგა ბოკერიას, რომელიც CIA-ის აგენტობას ნატრულობს და იაგო ხვიჩიას, რომლისთვისაც აშშ-ის ელჩი “პატრიარქია”, ამნაირების განაჩენი ამომრჩეველიცაა.

 

„ევროპის საუკეთესო პრაქტიკისა და დასავლეთის შესაბამის სპეციალისტთა მონაწილეობით, ორი კანონია მისაღები – სამშობლოს ღალატისა და დეზინფორმაციის შესახებ. როდესაც კანონმდებლობა გამართულია და აღსრულებაც არ აყოვნებს, იქ მავნებლები და პოლიტიკური დივერსანტები ვეღარ ხარობენ. ვიმეორებ – ევროპელი იურისტების მონაწილეობით. რაც შეეხება პოლიტიკურ ჯამბაზებს – მაგალითად, გიგა ბოკერიას, რომელიც CIA-ის აგენტობას ნატრულობს და იაგო ხვიჩიას, რომლისთვისაც აშშ-ის ელჩი “პატრიარქია”, ამნაირების განაჩენი ამომრჩეველიცაა“ – წერს აბაშიძე facebook – ზე.

Back to top button