ედიშერ გვენეტაძე ბოკერიაზე: ეტყობა არ იცოდა, არ იცის და უფრო სწორად არ უნდა იცოდეს, რომ აგენტი ვისიც არ უნდა იყოს გინდ მანჯურიის, გინ ზულუს ტომის, გინდ ბურკინა ფასის… აგენტია, როდესაც ის საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობს!

„ბეჩუნი პერტია ეუბნებოდა ნიკანდრო ქილიას: შენისთანა მამაძაღლის ცოლობას დათა თუთაშხიას საყვარლობა თუ არ სჯობდესო”! დაახლოებით ასეთი რამ წამოაყვირა ვითომ ხუმრობით თავის დროზე უცხოელების ნომრიან აგენტ გიგა ბოკერიას, როდესაც თქვა კგბ-ს აგენტობას ცსს-ოს აგენტობა სჯობსო – წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

 

მისი თქმით, ბოკერია, როგორც საიმედო აგენტი, ზურგს უმაგრებს სამწუხაროდ საქართველოს ბევრ მოქალაქეს, აწ უკვე აგენტად ქცეული, რომლებიც მუშაობენ შენიღბული ე.წ. პროდასავლური და არასამთავრობო ორგანიზაციების სახით, რომლებიც ყოველდღიურად, ყოველწამიერად მოქმედებენ საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ.

 

„ბეჩუნი პერტია ეუბნებოდა ნიკანდრო ქილიას: ” შენისთანა მამაძაღლის ცოლობას დათა თუთაშხიას საყვარლობა თუ არ სჯობდესო”! დაახლოებით ასეთი რამ წამოაყვირა ვითომ ხუმრობით თავის დროზე უცხოელების ნომრიანი აგენტ გიგა ბოკერიას, როდესაც თქვა კგბ-ს აგენტობას ცსს-ოს აგენტობა სჯობს! მაგრამ ამ საცოდავმა ეტყობა არ იცოდა, არ იცის და უფრო სწორად არ უნდა იცოდეს, რომ აგენტი ვისიც არ უნდა იყოს გინდ მანჯურიის, გინ ზულუს ტომის, გინდ ბურკინა ფასის… აგენტია, ამ სიტყვის ყოვლად სამარცხვინო გაგებით, როდესაც ის საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობს! ბოკერია, როგორც საიმედო აგენტი, ზურგს უმაგრებს სამწუხაროდ ბევრ საქართველოს მოქალაქეს, აწ უკვე აგენტად ქცეული, რომლებიც მუშაობენ შენიღბული ე.წ. პროდასავლური და არასამთავრობო ორგანიზაციების სახით, რომლებიც ყოველდღიურად, ყოველწამიერად მოქმედებენ საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ, მაგრამ დროდადრო პატრონების დავალებების მიცემული ხარისხების მიხედვით ხშირად წარმოგვიდგებიან, როგორც: “გავრილოვის ღამის”, ” იესფენდის”(სამართლიანი არჩევნების”, რიგგარეშე არჩევნების აქციების… ორგანიზატორები და “შემოქმედნი”! რომელთა მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოს არშემდგარობა, ქვეყნის ომში ჩაბმა და უკეთეს შემთხვევაში მუდამ უცხოთა გადმოგდებულ გამოხრული ძვლის იმედზე ყოფნა! უდავოა, ვინც ამის განხორციელებაში გარეშე ძალებს ეხმარება, ისინი ვინც ქვეყნის შიგნით ასრულებენ უცხო ქვეყნის აგენტების როლს, ისინი არიან სამშობლოს მოღალატეები! ქართველი ხალხი ბრძენია! სწორედ ასეთ ქმედებათა გამო უწოდა საქართველოს მოსახლეობამ ამ მანქურთებს “ღალატისა და ომის პარტია”! გამოააშკარავა და ყოველწუთიერად ააშკარავებს მათ მიერ საქართველოს წინააღმდეგ სამარცხვინო-მოღალატეობრივ ქმედებებს! ამიტომაც აგენტი-მოღალატეები თავს ვერსად ვერ უნდა გრძნობდნენ უსაფრთხოდ და მათ მიმართ სახელმწიფომ უნდა განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები! რაც მთავარია დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს კანონში მუხლი “სამშობლოს ღალატის შესახებ”!“ – წერს გვენეტაძე facebook – ზე.

Back to top button