ვლადიმერ ბოჟაძე: სამწუხაროა როცა ხედავ, როგორ ამაყობენ პოლიტიკოსების, სამოქალაქო სექტორის და მედიის ნაწილი იმით, რომ სხვა ქვეყნების ინტერესებს ერთგულად ემსახურებიან და საერთოდ არ აინტერესებთ საქართველოში ომი იქნება თუ მშვიდობა

თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ სხვა ქვეყნის აგენტობა უკვე თავისთავად, ყოველგვარი დამატებითი გარემოებების გაუთვალისწინებლად, სამშობლოს ღალატს ნიშნავს.

 

მისი თქმით ქვეყნის მტრების, მოღალატეების და აგენტების ჯინაზე, საქართველოში იქნება მხოლოდ მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება!

 

„საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლა არის ქვეყნის ღალატი და დანაშაული, რაც არავის ეპატიება, მითუმეტეს პოლიტიკოსებს! ძალიან სამწუხაროა როცა ვხედავ როგორ ამაყობენ პოლიტიკოსების, სამოქალაქო სექტორის და მედიის ნაწილი იმით, რომ სხვა ქვეყნის ან ქვეყნების ინტერესებს ერთგულად ემსახურებიან და საერთოდ არ აინტერესებთ საქართველოში ომი იქნება თუ მშვიდობა, დესტაბილიზაცია თუ სტაბილურობა, ქაოსი თუ წესრიგი… მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები უკვე ღიად საუბრობენ არეულობაზე, ქაოსზე და რევოლუციაზე, ამუშავებენ და ახმოვანებენ კონკრეტული მოქმედებების გეგმას, ყველამ უნდა იცოდეს, მტერმაც და მოყვარემაც, რომ ამ სცენარის განხორციელებას არ და ვერ დაუშვებს არც საქართველოს მოსახლეობა და არც ხელისუფლება! ჩვენი ქვეყნის მტრების, მოღალატეების და აგენტების ჯინაზე, საქართველოში იქნება მხოლოდ მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება!“- წერს ბოჟაძე Facebook-ზე.

Back to top button