როდესაც გვაქვს გაწერილი დედლაინი, დაანონსებული, რომ თუ არ ვცდები სექტემბრის ბოლომდე იუსტიციის საბჭოს ასარჩევად კონკურსი უნდა გამოვაცხადოთ და შემდეგ ორ კვირაში ავირჩიოთ, აქამდე შეიძლება ყოფილიყო პროცესი პროცესისთვის, მსგავსი არ უნდა იყოს არც ერთ პუნქტთან დაკავშირებით – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა“ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, უნდა ვიყოთ შედეგზე ორიენტირებულები, რომ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ყველა პუნქტის შესრულება, განსაკუთრებით რისკები უნდა გამოირიცხოს იმ პუნქტებთან დაკავშირებით რომელიც არა მხოლოდ მმართველ გუნდზეა დამოკიდებული.
„იუსტიციის საბჭოს შემთხვევაში, დღეს ამ პროცესის დაწყება შეიძლება ყოფილიყო პროცესი პროცესისთვის, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ გვაქვს გაწერილი დედლაინი, ნათქვამი, დაანონსებული, რომ თუ არ ვცდები სექტემბრის ბოლომდე იუსტიციის საბჭოს ასარჩევად კონკურსი უნდა გამოვაცხადოთ და შემდეგ ორ კვირაში ავირჩიოთ, აქამდე პროცესი პროცესისთვის შეიძლება ყოფილიყო, მსგავსი არ უნდა იყოს არც ერთ პუნქტთან დაკავშირებით. რეალურად ჩვენ უნდა ვიყოთ შედეგზე ორიენტირებულები, რომ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ყველა პუნქტის შესრულება. მათ შორის, განსაკუთრებით იმ პუნქტებთან დაკავშირებით რისკები უნდა გამოვრიცხოთ, რომელიც არა მხოლოდ მმართველ გუნდზეა დამოკიდებული, თორემ პუნქტები, რომელიც მხოლოდ მმართველ გუნდზეა დამოკიდებული, გარანტირებულად შესრულდება. რაც დამოკიდებულია კომპრომისზე, კონსენსუსზე და ოპოზიციის ჩართულობაზე, აქ განსაკუთრებით ფრთხილად და მაქსიმალური ინკლუზიურობა უნდა დავდოთ“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.