,,ევროკავშირი მაღალი რეგულაციებით გამოირჩევა, განსაკუთრებით ეკოსისტემასთან და სურსათის უვნებლობასთან მიმართებაში, ამასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში, საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება, ეროვნული კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას დაუახლოოს,’’- წერს ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე.
როგორც ცუცქირიძე აღნიშნავს, 2015 წლიდან დღემდე, 272 დირექტივიდან მიღებული და დაახლოებულია 162 ნორმატიული აქტი სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის მიმართულებით, მათ შორისაა, ცხოველთა კეთილდღეობასთან დაკავშირებული დირექტივები, რომელიც, ასევე, DCFTA-ით არის გათვალისწინებული.
,,ცალკეული და როგორც წესი ოპოზიციური მედიასაშუალებების მიერ „ხბოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ დამტკიცება, მათთვის დამახასიათებელი სპეკულირების უხვი ნაზავით, იქნება მაყურებლისათვის მიწოდებული, რაც გარდა იმისა, რომ ხელისუფლების დემონიზირების მორიგი მცდელობაა ახალი რეგულაციების შემოღების და ბიზნესზე წნეხის გაზრდის გამო, არამედ თავისი არსით თავად ევროკავშირში ინტეგრაციის წინააღმდეგ არის მიმართული. სამწუხაროდ, ეს არის ოპომედიის რეალური სახე, რომელიც ერთის მხრივ, ხელისუფლებას ყველანაირ ბრალდებას უყენებს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ვითომდა ხელოვნურად დაბრკოლების გამო და მეორეს მხრივ, თავად არის ჩაბმული ევროსკეპტიციზმის ფერხულში. აქვე განვმარტავ, რომ ევროკავშირი მაღალი რეგულაციებით გამოირჩევა, განსაკუთრებით ეკოსისტემასთან და სურსათის უვნებლობასთან მიმართებაში, ამასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში, საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება, ეროვნული კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას დაუახლოოს.
2015 წლიდან დღემდე, 272 დირექტივიდან მიღებული და დაახლოებულია 162 ნორმატიული აქტი სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის მიმართულებით, მათ შორისაა, ცხოველთა კეთილდღეობასთან დაკავშირებული დირექტივები, რომელიც, ასევე, DCFTA-ით არის გათვალისწინებული. სწორედ ზემოაღნიშნულის ფარგლებშია შემუშავებული „ფერმერული მიზნით შენახული ცხოველების დაცვის წესის“ პროექტი, ხოლო „ხბოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“ საქართველოს მთავრობამ უკვე დაამტკიცა, რაც ითვალისწინებს 6 თვემდე ასაკის მსხვილფეხა საქონლისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას, სადგომის შესაბამის სივრცეს, სათანადო საკვებ რაციონსა და ა.შ., რაც, შემდგომ, უზრუნველყოფს პროდუქტიულობის ზრდას და უვნებელი და ხარისხიანი სურსათის წარმოების წინაპირობაა. აღნიშნული რეგულაციების მიღება კი ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა ევროკავშირის ბაზარზე ქართველი ფერმერების მიერ ცხოველური წარმოშობის სურსათის ექსპორტისათვის, რაც ექსპორტის დივერსიფიკაციასთან ერთად, ქვეყანაში დასაქმების ზრდის სტიმულირებას ემსახურება,’’- წერს ცუცქირიძე.