ექსპერტი გია აბაშიძე დასავლური მედიით გავრცელებულ საგანაგაშო სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას ეხმიანება.
„წამყვანი დასავლური მედიის გაცნობისას ევროპაში არსებულ საგანგაშო სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაზე, ვრწმუნდები თუ რა ძვირფასია მშვიდობა და საქართველოს ფრთხილი საგარეო პოლიტიკა. რამდენიმე ამონარიდი: მინიმუმ 70 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა შაბათს პრაღაში გამართულ ანტისამთავრობო დემონსტრაციაში. მონაწილეებმა მოითხოვეს მინისტრთა კაბინეტის გადადგომა, ჩეხეთის მიერ ნეიტრალიტეტის გამოცხადება უკრაინაზე და შეთანხმებების ხელმოწერა იაფი გაზის შესაძენად, კერძოდ, რუსეთისგან. გერმანიის სპეცსამსახურების გაფრთხილება – ოლაფ შოლცი უნდა მოემზადოს “ბრაზიანი შემოდგომისთვის”, რადგან ქვეყანაში ძალადობრივი არეულობები იფეთქებს. კვლევითი ინსტიტუტის INSA-ს ბოლო გამოკითხვის თანახმად, გერმანიის კანცლერის პოპულარობა სულ უფრო კლებულობს და ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა დეკემბერში თანამდებობის დაკავების შემდეგ. გერმანელების დაახლოებით 2/3 უკმაყოფილოა. დიდ ბრიტანეთში საგრძნობლად გაუარესდა ვითარება სტაგფლაციისა და ენერგოტარიფების გაზრდის გამო. ახალ პრემიერ-მინისტრს მოუწევს გადამჭრელი ფინანსური ზომების მიღება, რათა ქვეყანაში არეულობა არ დაიწყოს. უოლ სტრიტმა იწინასწარმეტყველა, რომ რუსეთის ეკონომიკა უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიშლებოდა, რაც არ მომხდარა. რუსეთის ეკონომიკამ მოსალოდნელზე უკეთ გაუძლო, რის გამოც საწყის პროგნოზებს გადახედეს. ამ ყველაფერს ემატება თვალთმაქცური სანქციები რუსეთზე, რასაც დასავლეთის ქვეყნები იმით ხსნიან, რომ ისინი თავად უფრო დაზარალდებიან, ვიდრე კრემლის რეჟიმი. გაუმარჯოს გმირ უკრაინელ ხალხს, რომელიც დიდი ფარისევლობის მოწმეა როგორც სამშობლოში, ასევე დასავლეთის ზოგიერთი სახელმწიფოსგან!“ – წერს აბაშიძე facebook – ზე.