ირაკლი კობახიძე ნაცმოძრაობაზე: ეს ადამიანები არიან პოლარიზებული არა ჩვენთან, არამედ საკუთარ სამშობლოსთან, ეკლესიასთან, ხალხთან, სპორტსმენებთან, ყველაფერ წმინდასთან

დღეს ნაცმოძრაობის ერთ-ერთმა ძველმა სახემ, გია ნოდიამ საინტერესო რამ თქვა: დღეს ხვიჩა კვარაცხელიაზე ხუმრობას ისეთივე სტატუსი აქვს, როგორც 15 წლის წინ პატრიარქის კრიტიკას ქონდაო. ანუ აღიარა, რომ 15 წელი „იღწვოდნენ“, რათა პატრიარქის ავტორიტეტს რამენაირად შეხებოდნენ. ალბათ, ასეთივე რუდუნებით აპირებენ სპორტსმენებზე შეტევის გაგრძელებასაც. თუმცა, ამ ბრძოლაში ზუსტად ისევე დამარცხდებიან, როგორც პატრიარქთან და ეკლესიასთან არაერთგზის უკვე დამარცხდნენ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, ეს ადამიანები არიან პოლარიზებული საკუთარ სამშობლოსთან, ეკლესიასთან, ხალხთან, სპორტსმენებთან, ზოგადად, ყველაფერ წმინდასთან, რაც ჩვენ ქვეყანას უკავშირდება.

 

“დღეს ნაცმოძრაობის ერთ-ერთმა ძველმა სახემ, გია ნოდიამ საინტერესო რამ თქვა: დღეს ხვიჩა კვარაცხელიაზე ხუმრობას ისეთივე სტატუსი აქვს, როგორც 15 წლის წინ პატრიარქის კრიტიკას ქონდაო. ანუ აღიარა, რომ 15 წელი „იღწვოდნენ“, რათა პატრიარქის ავტორიტეტს რამენაირად შეხებოდნენ. ალბათ, ასეთივე რუდუნებით აპირებენ სპორტსმენებზე შეტევის გაგრძელებასაც. თუმცა, ამ ბრძოლაში ზუსტად ისევე დამარცხდებიან, როგორც პატრიარქთან და ეკლესიასთან არაერთგზის უკვე დამარცხდნენ. მეგობრებო, ეს ადამიანები არიან პოლარიზებული არა ჩვენთან, არამედ საკუთარ სამშობლოსთან, ეკლესიასთან, ხალხთან, სპორტსმენებთან, ზოგადად, ყველაფერ წმინდასთან, რაც ჩვენ ქვეყანას უკავშირდება და განასახიერებს.

 

ასეთ პირობებში, რამ შეიძლება ეს პირდაპირი გაგებით უსამშობლო და უღმერთო ადამიანები აიძულოს, უარი თქვან რადიკალიზმზე, ჩემთვის უბრალოდ წარმოუდგენელია. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა წერილები იმის შესახებ, რომ თქვენ ცუდად არა საკუთარი უკეთურების, არამედ ვიღაცის აგენტობის გამო იქცევით. მე ამ თემაში დღეს ნამდვილად ვერ შევალ. თუმცა, ერთ რამეს ვიტყვი – თქვენ რომ საქართველოს სამსახურში არ დგახართ და მისი სიყვარული და ინტერესები არ გამოძრავებთ, ეს , რა თქმა უნდა, ჩემთვის ცხადზე უცხადესია” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Back to top button