როდესაც ვიოლა ფონ კრამონი აკავშირებს Credit Suisse ქურდობას და მის რეზოლუციას ერთმანეთთან, ეს საინტერესოა, რაც საზოგადოებამ უნდა გაანალიზოს – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, თანხა, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი დავობს, ბანკმა დაახლოებით 10 წლის წინ მოიპარა. მისთვის გაუგებარია რატომ აკავშირებს 10 წლის წინ მომხდარ ფაქტს ვიოლა ფონ კრამონი მის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან.
,,თანხა, როდის მოიპარეს იცით, ალბათ Credit Suisse, დაახლოებით 10 წელია გასული, მას შემდეგ რაც ამ ბანკმა მოიპარა ეს თანხა. რა შუაშია სანქციებთან ეს ქურდობა აბსოლუტურად გაუგებარია. არის მარტივი სამოქალაქო დავა, სადაც ბიძინა ივანიშვილი ჩივის იმის გამო, რომ მას მოპარეს თანხა – დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარი, თუ არ ვცდები. ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს პროცესი და ბიძინა ივანიშვილის გამოკითხვა. ეს არის რეალური არსი ამ ყველაფრის. როდესაც, ვიოლა ფონ კრამონი აკავშირებს Credit Suisse ქურდობას და მის რეზოლუციას ერთმანეთთან, ეს არის საინტერესო, რაც საზოგადოებამ უნდა გაანალიზოს. ნახეთ, ვიოლა ფონ კრამონმა ერთმანეთთან დააკავშირა Credit Suisse ქურდობა და მისივე რეზოლუცია. ეს ძალიან საინტერესო კავშირია და თვითონ ამ რეზოლუციის არსზე ძალიან კარგად მეტყველებს,’’- განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს.