ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.
ჯოზეფ ბორელი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი საქართველოს ევროპულ გზაზე მხარს დაუჭერს.
„ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს წინ დროული შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. ჩვენ გვინდა ვიხილოთ საქართველო წინსვლის ამბიციურ რეფორმებში. ევროკავშირი მხარს დაუჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე”,- აღნიშნავს ჯოზეფ ბორელი.