იმაში, რომ ლუზერები ქართულ პოლიტიკაში დიდი ხანია ტრაგიკომიკურ აქტორებად იქცნენ, ახალი არაფერია. უბრალოდ, დაცემის ყოველდღიურ რეკორდებს ამყარებენ. უპროცენტო ელენე ხოშტარია ვერასდროს მოიშორებს იმ დამღას, რასაც ჰქვია რუსეთის ნომრიანი აგენტი, ხოლო აუტსაიდერი “ევროპული საქართველო” ვერასდროს იქნება ევროპულობის მედროშე, რაც არ უნდა ანეკდოტური PR-ით დაკავდეს – ასე ეხმიანება ექსპერტი გია აბაშიძე „დროას“ დამფუძნებელ ელენე ხოშტარიას და „ტაბულას“ რედაქტორ თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას.
„სასოწარკვეთილი მარგინალების მორიგი ანომალიის დემონსტრირება – ვითომ ევროპელი ჩერგოლეიშვილი ლანძღავს ევროპელ ტოპ დიპლომატს, ხოლო რუბლებით დაფინანსებული ხოშტარია “ქართული ოცნების” “პრორუსულობაზე” აპელირებს. იმაში, რომ ლუზერები ქართულ პოლიტიკაში დიდი ხანია ტრაგიკომიკურ აქტორებად იქცნენ, ახალი არაფერია. უბრალოდ, დაცემის ყოველდღიურ რეკორდებს ამყარებენ. უპროცენტო ელენე ხოშტარია ვერასდროს მოიშორებს იმ დამღას, რასაც ჰქვია რუსეთის ნომრიანი აგენტი, ხოლო აუტსაიდერი “ევროპული საქართველო” ვერასდროს იქნება ევროპულობის მედროშე, რაც არ უნდა ანეკდოტური PR-ით დაკავდეს“ – წერს აბაშიძე facebook – ზე.