არც ერთი სამართლებრივი არგუმენტი ვეტოს წარმდგენს აქ არ დაუსვამს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ვადასთან დაკავშირებით. ეს იყო პოლიტიკური სპეკულაციებით სავსე დოკუმენტი და თქვენ ნახეთ, რომ ვერც ვენეციის კომისიის დოკუმენტში ვერ ჰპოვა ასახვა სტრასბურგის ქეისმა – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. ე.წ. მოსმენების შესახებ კანონთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადების კომენტირებისას.
მისი თქმით, აქ საუბარია ისეთ დანაშაულებზე, როგორიც არის წამების მუქარა, სქესობრივი დანაშაულები, ნარკოტიკებით ვაჭრობა, გასაღება, უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა, ქურდულ სამყაროსთან ბრძოლა. ამისთვის არის საჭირო ეს ფარული საგამოძიებო მოქმედებები და თუ ვინმეს, ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებით, თურმე ეს ყველაფერი ნიშნავს მოქალაქეების კონტროლს, ეს წარმოუდგენელია.
„ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების ლეგიტიმურობა განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით. ეს არის უკიდურესი საშუალება, როდესაც დანაშაულის გამოძიებისთვის აღარ აქვს სხვა ბერკეტი საგამოძიებო უწყებას, თუ არა პროკურორის მოტივირებული დასაბუთება სასამართლოს წინაშე და სასამართლოს დასაბუთებული განჩინება. სხვა შემთხვევაში, დანაშაულის გამოძიება ვერ მოხდება. აქ საუბარია ისეთ დანაშაულებზე, როგორიც არის წამების მუქარა, სქესობრივი დანაშაულები, ნარკოტიკებით ვაჭრობა, გასაღება, უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა, ქურდულ სამყაროსთან ბრძოლა. ამისთვის არის საჭირო ეს ფარული საგამოძიებო მოქმედებები და თუ ვინმეს, ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებით, თურმე ეს ყველაფერი ნიშნავს მოქალაქეების კონტროლს, ეს არის წარმოუდგენელი რამ.
მაშინ, როდესაც განსაზღვრულია ლეგიტიმური საფუძვლები, კონკრეტული თავისი ბუნებით მძიმე დანაშაულები და ამ დანაშაულის ეფექტიანი გამოძიებისთვის, რათა ჩვენი მოქალაქეების ინტერესები იყოს დაცული, ეს თუ მოქალაქეების კონტროლია და ასეა შეფასებული, ეს არის წარმოუდგენელ რამ, ეს არის შემაშფოთებელი. პასუხისმგებელი ვარ თითოეულ სიტყვაზე რაც გითხარით, ტერორიზმთან ბრძოლა, ქურდულ სამყაროსთან ბრძოლა, ნარკორეალიზატორებთან, თაღლითობასთან, გამოძალვასთან, უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნასთან ბრძოლა, როდესაც სხვა მექანიზმი და ბერკეტი საგამოძიებო უწყებას არ აქვს და პროკურორი მოტივირებული შუამდგომლობით მიდის სასამართლოში, ასაბუთებს, შემდგომ სასამართლო თავის მხრივ ასაბუთებს ამას და ამის მიხედვით ხდება ნების დართვა, რომ განხორციელდეს ფარული საგამოძიებო მოქმედება, ეს ემსახურება დანაშაულის გამოძიებას და ჩვენი მოქალაქეების ინტერესების ეფექტიან დაცვას“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. მისივე თქმით, არსებობს საქმეები სტრასბურგის პრეცედენტული სამართლის ფარგლებში დადგენილი, ზახაროვი რუსეთის წინააღმდეგ, კენედი დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ, სადაც წერია, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედება უნდა განხორციელდეს ისეთი ტიპის დანაშაულებზე, რომელიც თავისი ბუნებით არის კომპლექსური გამოსაძიებელი და ამაზე დაყრდნობით იქნა შერჩეული კონკრეტული დამატებული მუხლები. „ასევე წერია, რომ შეტყობინება ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელებასთან მიმართებაში, რომ კონკრეტულ პირთან მიმართებაში ხორციელდებოდა ესა თუ ის ღონისძიება, შეიძლება არ შეტყობინება გაგრძელდეს დეკადებით, გვესმის ხომ რას ნიშნავს? ზოგიერთ ქვეყანაში ამის გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ და მხოლოდ პროკურორი.
ჩვენ შემთხვევაში პროკურორმა ყოველ 12 თვეში უნდა მიმართოს სასამართლოს და სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, დაასაბუთა თუ არა პროკურორმა, რომ შესაძლებელია არ მოხდა შეტყობინება პირისთვის. ამასთანავე, არსებობს ცალკე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. მათ აქვთ სპეციალური პროგრამა, რომელიც აკრედიტებულია ევროკავშირის მიერ, სადაც თუკი ნახავენ, რომ რაღაც არ არის მწყობრში, მათ აქვთ უფლება, შეწყვიტონ ეს ფარული საგამოძიებო მოქმედება.
ეს არის ეფექტიანი კონტროლის სისტემა და დანაშაულთან ბრძოლის მექანიზმები და ეს თუ ვინმეს ესმის, რომ მოქალაქეების კონტროლია, წარმოუდგენელი რამ არის. რატომ აქვს ვინმეს წარმოდგენა, რომ ეს შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებაში განხორციელდეს, ფარული საგამოძიებო მოქმედება? ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულის ჩამდენ პირებთან მიმართებაში დანაშაულების ჩამდენ პირს მოქალაქეობა ამ შემთხვევაში შეიძლება არ ქონდეს იმ გაგებით, რომ ნებისმიერმა მოქალაქემ შეიძლება ჩაიდინოს. ამიტომ, ასეთი განცხადება, მე ვისურვებდი რომ ყოფილიყო სტრასბურგის საქმეზე მითითება, კონკრეტულ ქეისებზე დაყრდნობილი განცხადება, სადაც თუ იქნებოდა ასეთი რამ, რომ ეს კანონი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ეწინააღმდეგება სტრასბურგის ამ სტანდარტს, არ არის შესაბამისობაში ევროპულ კონვენციასთან და თუ ასეთი იქნებოდა, ეს იქნებოდა ჩემთვის გასაგები. შეიძლება კრიტიკაც ყოფილიყო, თუ ჩვენ ამ კრიტიკას მივიღებდით და არ იქნებოდა სათანადოდ დასაბუთებული და მართვადი იქნებოდა, ესეც შეიძლებოდა ყოფილიყო მისაღები, მაგრამ ეს არ არის წარმოდგენილი“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.