,,არაერთხელ გვხდებოდა ტურისტული სეზონის დროს, ამა თუ იმ ბარსა თუ რესტორანში – გაათმაგებული ანგარიშები უწყინარ შეკვეთაში. დღეს ამ ნუსხას დარმატა “yandex”/ტაქსების მომსახურება, რომელმაც აეროპორტიდან თბილისის ცენტრში მიყვანილ ლატვიის და რუსეთის მოქალაქეებს, ნაცვლად ტარიფით დაფიქსირებული 23 ლარისა, სთხოვდა195 ლარის გადახდას, ხოლო უარის შემდეგ, ტაქსის მძღოლმა დაუბლოკა მანქანის კარები, გაიტაცა მგზავრები ვაზიანის მიმართულებით, ხოლო გზაში მგზავრების გათავისუფლებაში ითხოვდა 500 ლარის გადახდას,’’ – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ნაფიც მსაჯულების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
როგორც ქართველიშვილი წერს, მგზავრობის დროს, ლატვიელმა და რუსმა სტუმარმა მოახერხეს მანქანიდან გადმოხტომა, რა დროს მიიღეს სხეულის დაზიანება. აი ეს ტაქსის მძღოლი, მისთვის წინასწარ დაწერილი “გულამაჩუყებელი” ლეგენდით, ადვოკატმა ნაფიც მსაჯულების წინაშე გამოიყვანა “ეროვნულ გმირად”, რომელმაც “ოკუპანტ” მგზავრებს გზაში უკრაინული სიმღერები ჩაურთო.
“ვიმეორებ – ჩვენ უკვე ვართ ომში ჩართული, ამას ემატება ჩვენი მენტალური გენოციდის და სულიერი ოკუპაციის მცდელობა. ამაში ჩართულია საერთაშორისო და ადგილობრივი ძალები: პოლიტიკური, არასამთავრობო, მედია, ცალკეული ორგანიზაციები და დღეს უკვე, ნაფიც მსაჯულთა ერთი კონკრეტული შემადგენლობა. არაერთხელ გვხდებოდა ტურისტული სეზონის დროს, ამა თუ იმ ბარსა თუ რესტორანში – გაათმაგებული ანგარიშები უწყინარ შეკვეთაში. დღეს ამ ნუსხას დაემატა “yandex”/ტაქსების მომსახურება, რომელმაც აეროპორტიდან თბილისის ცენტრში მიყვანილ ლატვიის და რუსეთის მოქალაქეებს, ნაცვლად ტარიფით დაფიქსირებული 23 ლარისა, სთხოვდა195 ლარის გადახდას, ხოლო უარის შემდეგ, ტაქსის მძღოლმა დაუბლოკა მანქანის კარები, გაიტაცა მგზავრები ვაზიანის მიმართულებით, ხოლო გზაში მგზავრების გათავისუფლებაში ითხოვდა 500 ლარის გადახდას. მგზავრობის დროს, ლატვიელმა და რუსმა სტუმარმა მოახერხეს მანქანიდან გადმოხტომა, რა დროს მიიღეს სხეულის დაზიანება. აი ეს ტაქსის მძღოლი, მისთვის წინასწარ დაწერილი “გულამაჩუყებელი” ლეგენდით, ადვოკატმა ნაფიც მსაჯულების წინაშე გამოიყვანა “ეროვნულ გმირად”, რომელმაც “ოკუპანტ” მგზავრებს გზაში უკრაინული სიმღერები ჩაურთო და მისი შემდეგი მოქმედება – ამ “ოკუპანტ” რუსების პროტესტზე თავდასხმის მოგერიების ტოლფასი იყო თურმე. ამ ფეიკის, ფაქტების გაუკუღმართების და ცილისწამების წინაშე – “დანებდა” ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობაც, რომელმაც რუსულ კომპანია “იანდექსში” მომუშავე “დაჩაგრული რუსოფობი” ტაქსისტი, უდანაშაულოდ ცნო… ასეთი სამარცხვინო და წინასწარი სცენარით დაწერილი ფაქტები დღეიდან მხოლოდ იმატებს. ეს ყველაფერი საოცარ “შემთხვევით” თანხვედრაშია მოქცეული პუტინის ამასწინდელ განკარგულებასთან: “რუსეთის ფარგლებს გარეთ რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვის თაობაზე”. ამ განკარგულების გამოცემიდან მეორე დღეს ინტერნეტში გამოჩნდა ფეიკ-ნიუსი, სასტუმრო “ოკრიბა”-დან ორი ეკატერინბურგელი რუსი ტურისტის ძალით გამოსახლების შესახებ, მათი ეროვნული მიკუთვნილების გამო. დღეს – უკვე ამ ტაქსისტის “გმირად” გამოცხადების ისტორია, რომელმაც თბილისში “რუსი ოკუპანტები” დაამარცხა, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი EU-ს მოქალაქე იყო. ძალიან სურს ამ უსამშობლო მავნებელთა ლეგიონს, პუტინის რისხვა დაატეხონ საქართველოს თავს. მიუხედავად ცალკეული მცდელობებისა – ვერ ეღირსებით!!!’’ – წერს ქართველიშვილი.