ფსევდოების საყურადღებოდ, ციფრული არქივი ყველასთვის ხელმისაწვდომია. ვითომ ანტირუსული, იაფფასიანი წარმოდგენები რუბლებით დაფინანსებული ფარისევლებისგან ტრაგიკომიკურია. კრემლისთვის სასარგებლო ნაციდიოტები თუ რუსეთის სპეცსამსახურების აგენტები საქართველოს მაინც ვერ ააყირავებენ! 2013 წლის 9 სექტემბერი: მიხეილ სააკაშვილმა, სავარაუდოდ, მყინვარწვერი (მწვერვალი ყაზბეგი) დალაშქრა თანმხლებ პირებთან ერთად – წერს ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
„ფსევდოების საყურადღებოდ, ციფრული არქივი ყველასთვის ხელმისაწვდომია. ვითომ ანტირუსული, იაფფასიანი წარმოდგენები რუბლებით დაფინანსებული ფარისევლებისგან ტრაგიკომიკურია. კრემლისთვის სასარგებლო ნაციდიოტები თუ რუსეთის სპეცსამსახურების აგენტები საქართველოს მაინც ვერ ააყირავებენ! 2013 წლის 9 სექტემბერი: მიხეილ სააკაშვილმა, სავარაუდოდ, მყინვარწვერი (მწვერვალი ყაზბეგი) დალაშქრა თანმხლებ პირებთან ერთად. ჩვენს დროშასთან ერთად, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის გვერდით ოკუპანტი რუსეთის დროშაც აფრიალდა. ყვარყვარე სააკაშვილი მაშინ ამ აქტს სოცქსელიდან (ალბათ, წაშალა) ასე გამოეხმაურა: “მყინვარის დალაშქვრას ჩვენ ვუძღვნით ვარდების რევოლუციის 10 წლისთავს და 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შედეგად დაღუპული, უდანაშაულო ადამიანების ხსოვნას. ეს მსვლელობა, ასევე, ეძღვნება რუსი და ქართველი ხალხების მეგობრობას”…“ – წერს აბაშიძე facebook – ზე.