პარტია “პროგრესი და თავისუფლებას” ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“ვეხმაურები სოსო გოგაშვილის დაცვის უფროსის განცხადებებს, რომელიც მან ნოდარ მელაძის გადაცემაში გააჟღერა.
პირველი რაც ვიფიქრე – როგორ გავანეიტრალოთ ხელისუფლებაში მოკალათებული ამდენი მოღალატე?! მომავალში, ნებისმიერი მთავრობის ამოცანა იქნება, არ აყვეს ცდუნებას და არასამართლებრივი გზით, ერთი ხელის მოსმით არ გაანადგუროს რუსეთის აგენტურა, რომელმაც რუსეთის დახმარებით მიიტაცა ხელისუფლება საქართველოში. ეს ურთულეს ამოცანად მიმაჩნია, მაგრამ დემოკრატიული, თავისუფალი მართლმსაჯულების პროცედურების დაცვით უნდა გამოვავლინოთ და გავასამართლოთ ჩვენი სამშობლოს ყველა მოღალატე.
მივმართავ „ქართულ ოცნების“ წევრებს და მხარდამჭერებს: დატოვეთ ქართული ოცნება, რუსეთის უკანა ეზო!” – ნათქვამია განცხადებაში.