ირაკლი ღარიბაშვილი: ფილიპ რიკერთან შეხვედრაზე რეგიონალური მოვლენების დინამიკა და მშვიდობის, დემოკრატიის, რეგიონალური და საერთო განვითარების ხელშეწყობაში აშშ-ის გადამწყვეტი როლი განვიხილეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კავკასიის მოლაპარაკებების და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარ მრჩეველთან ფილიპ რიკერთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.

ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ ფილიპ რიკერთან შეხვედრაზე რეგიონალური მოვლენების დინამიკა და მშვიდობის, დემოკრატიის, რეგიონალური და საერთო განვითარების ხელშეწყობაში აშშ-ის გადამწყვეტი როლი განიხილეს.

“შევხვდი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს ფილიპ რიკერს.
განვიხილეთ რეგიონალური მოვლენების დინამიკა, ევროპასთან საქართველოს ინტეგრაცია, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და ამერიკის შეერთებული შტატების გადამწყვეტი როლი მშვიდობის, დემოკრატიის, რეგიონალური და საერთო განვითარების ხელშეწყობაში”,-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

Back to top button