პიტერ ფიშერი: საქართველოსა და გერმანიის მეგობრობა ახალ პროექტებს მოიტანს, რასაც დამატებით სტიმულს მისცემს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბერლინში და ფედერალურ კანცლერთან შეხვედრა

საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პიტერ ფიშერი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.

ელჩის თქმით, საქართველოსა და გერმანიის მეგობრობა ახალ პროექტებს მოიტანს, რასაც დამატებით სტიმულს მისცემს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბერლინში და ფედერალურ კანცლერთან შეხვედრა.

“მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გაცნობითი ხასიათის შეხვედრისთვის.

განვიხილეთ ჩვენი დროის გეოპოლიტიკური გამოწვევები და ის პოლიტიკური და ეკონომიკური რეაგირება, რაც ევრო-ატლანტიკურმა საზოგადოებამ უნდა გააკეთოს მათზე საპასუხოდ.

საქართველოსა და გერმანიის მეგობრობა ახალ პროექტებს მოიტანს ამ რეაგირების შედეგად.

ყოველივე ამას დამატებით სტიმულს მისცემს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბერლინში და ფედერალურ კანცლერთან შეხვედრა”,-წერს პიტერ ფიშერი.

Back to top button