რაო ისფედმა, ვეღარ გავაყალბებ პარალელურ დათვლას და ვერც ეგზიტპოლებსო? ახლა ნეტავ რას მოუძებნიან ამ კანონპროექტს, ალბათ დენს გათიშავენ და რუსული აპარატურით მოხდება ხმების დათვლაო? არც ეს გამიკვირდება – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა „ქართული ოცნების“ ინიციატივაზე – საქართველოში არჩევნები ელექტრონულად ჩატარდება.
მისი თქმით, ამ კანონპროექტით “ქართულმა ოცნებამ” დაამტკიცა, რომ ლიდერია და ამ ფორმით არჩევნების ჩატარებით, გამარჯვებული.
„ეს არის საარჩევნო რეფორმის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, 12-პუნქტიანი გეგმის შემადგენელი! ფაქტიურად ამ გადაწყვეტილებით “ქართულმა ოცნებამ” დაასრულა სპეკულაციები ამ თემასთან დაკავშირებით. რაო ისფედმა, ვეღარ გავაყალბებ პარალელურ დათვლას და ვერც ეგზიტპოლებსო? ახლა ნეტავ რას მოუძებნიან ამ კანონპროექტს, ალბათ დენს გათიშავენ და რუსული აპარატურით მოხდება ხმების დათვლაო? არც ეს გამიკვირდება. ამ კანონპროექტით კი “ქართულმა ოცნებამ” დაამტკიცა, რომ ლიდერია და ამ ფორმით არჩევნების ჩატარებით, გამარჯვებული.“ – წერს ფოჩხუა facebook – ზე.