“ქართულმა ოცნებამ” მიიღო მართალია ჩვენს რეალობაში ცოტა არ იყოს სარისკო, მაგრამ საარჩევნო დემოკრატიის განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – მსხვილ უბნებზე არჩევნების ელექტრონული წესით ჩატარებაზე,’’ – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ,,ქართული ოცნების’’ ინიციატივის შესახებ.
როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ფართოდ თუ შევხედავთ, როდესაც საქართველო გამჭვირვალე მმართველობის ფარგლებში ისედაც გადადის ელექტრონულ მმართველობის სისტემაზე, არჩევნებზე ხმის მიცემის ელექტრონული სისტემის შემოღება, ბუნებრივად და ლოგიკურად ჯდება ამ პროცესში.
‘’ქართულმა ოცნებამ” მიიღო მართალია ჩვენს რეალობაში ცოტა არ იყოს სარისკო, მაგრამ საარჩევნო დემოკრატიის განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – მსხვილ უბნებზე არჩევნების ელექტრონული წესით ჩატარებაზე. რისკი არის იმაში რომ ელექტრონულ ტექნიკას, სერვერებს და ა.შ. ბოლომდე ყოველთვის ვერ ენდობი, თუმცა ეს პრობლემა ფიქსირდება განვითარებული დემოკრატიის (მაგ. აშშ) ქვეყნებშიც. საქართველოს სინამდვილეში ეს ინიციატივა იმით არის მნიშვნელოვანი რომ გამოირიცხება უფრო მნიშვნელოვანი რისკები, ეგზიტპოლების და პარალელური დათვლების შედეგებით მანიპულირება, რაც რეალურად არის პრობლემა, მითუმეტეს არაკეთილსინდისიერი შემსრულებლების მიერ. უფრო ფართოდ თუ შევხედავთ, როდესაც საქართველო გამჭვირვალე მმართველობის ფარგლებში ისედაც გადადის ელექტრონულ მმართველობის სისტემაზე, არჩევნებზე ხმის მიცემის ელექტრონული სისტემის შემოღება, ბუნებრივად და ლოგიკურად ჯდება ამ პროცესში,’’ – წერს ანჯაფარიძე.