ვინმეს სჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი დროს კარგავდა სოსო გოგაშვილთან ჭორაობაზე? ,,ირაკლი კობახიძემაც დაადასტურა, რომ გოგაშვილმა ბიძინა ივანიშვილი 2018 წლის ბოლოს ნახა პირველად, როცა უკვე პარტიაში შეიფარეს. ანუ, სანამ სუს-ის უფროსის მოადგილე იყო, საერთოდ ნანახიც კი არ ჰყავდა,’’ – წერს ექსპერტი ანდრია გვიდიანი.
როგორც გვიდიანი აღნიშნავს არავის სჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი გოგაშვილს დავალებებს აძლევდა.
,,სოსო გოგაშვილი რომ ბოდავს ყველაფერს, რაც ენაზე მოადგება და თან ამბობს, ბიძინა ივანიშვილისგან ვიღებდი დავალებებსო, აი, მაგის სჯერა ვინმეს? ვინმეს სჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი დროს კარგავდა სოსო გოგაშვილთან ჭორაობაზე? გოგაშვილი ამით ცდილობს, თავის მნიშვნელობას ხაზი გაუსვას და წარმოაჩინოს, რომ ბიძინა ივანიშვილი თურმე მასთან თათბირობდა და თითქოს მის ირგვლივ ტრიალებდა სამყარო. არადა ბოლო-ბოლო ჩვეულებრივი რიგითი საჯარო მოხელე იყო და მეტი არაფერი. ეგეთი სუს-ის უფროსის მოადგილეები მანამდეც ყოფილან, ახლაც არიან და მომავალშიც იქნებიან. ირაკლი კობახიძემაც დაადასტურა, რომ გოგაშვილმა ბიძინა ივანიშვილი 2018 წლის ბოლოს ნახა პირველად, როცა უკვე პარტიაში შეიფარეს. ანუ, სანამ სუს-ის უფროსის მოადგილე იყო, საერთოდ ნანახიც კი არ ჰყავდა,’’ – წერს გვიდიანი.