,,მივმართავ მუდმივი უნდობლობის რეჟიმში მყოფ ხალხს – კარგი, გვერდზე გადავდოთ კობახიძის მიმართ სიმპათია-ანტიპათია,’’ – წერს გია გაბრიჭიძე სოსო გოგაშვილის შესახებ.
როგორც გაბრიჭიძე აღნიშნავს, როგორ გგონიათ, ივანიშვილი საიდუმლოდ ხვდებოდა გოგაშვილს და ფრაზით – ჩემო სოსო, შენს მეტი ამას ვერავინ გააკეთებსო, “უმძიმეს დავალებებს” აძლევდა?
“ირაკლი კობახიძე – მთავარი ბრალდება, რაც მან გააჟღერა იყო ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომ ის სოსო გოგაშვილს უმძიმეს დავალებებს აძლევდა და იძულებული იყო ეს შეესრულებინა. მივმართავ მუდმივი უნდობლობის რეჟიმში მყოფ ხალხს – კარგი, გვერდზე გადავდოთ კობახიძის მიმართ სიმპათია-ანტიპათია. გთხოვთ ჩართოთ უმარტივესი ლოგიკა. როგორ გგონიათ, ივანიშვილი საიდუმლოდ ხვდებოდა გოგაშვილს და ფრაზით – ჩემო სოსო, შენს მეტი ამას ვერავინ გააკეთებსო, “უმძიმეს დავალებებს” აძლევდა? და მეორეც – თუ ისეთი დავალებები იყო, რატომ ასრულებდა? რატომ არ თქვა – არა “სოსო გოგაშვილი არ იყიდება!” (ფრაზა ქალბატონი თიას ინტერვიუდან) და რატომ არ გაასაჯაროვა? იქნებ ვინმე სხვა “აძლევდა დავალებებს” ივანიშვილის სახელით? როგორ გგონიათ გოგაშვილი იმის ჩიტია ასე “ჩერეზ-ჩერეზ” მიეღო “უმძიმესი დავალებები” და პირდაპირი შეხვედრა არ მოეთხოვა? “ვიდრე ის სუს-ის უფროსის მოადგილე იყო, საერთოდ არ იყო შეხვედრილი ბიძინა ივანიშვილთან, არ იცნობდა მას. მიხარია გაცნობის საშუალება რომ მომეცაო – იმ შეხვედრაზე უთხრა მან ბიძინა ივანიშვილს. იმის მერეც არ ჰქონია არც შეხვედრა და არც კომუნიკაცია მასთან”. აი ეს არის ყველაფერი რაც ივანიშვილის და გოგაშვილის “ურთიერთობაზე” შეიძლება ითქვას,’’ – წერს გია გაბრიჭიძე.