,,ეს ისტორიაც დამთავრდება, მაგრამ გოგაშვილი და ის ჟურნალისტები, ვინც მასთან ერთად მონაწილეობენ ამ პროცესში, ვერასდროს მოიცილებენ ქვეყნის მოღალატის იარლიყს,’’ – წერს გოგაშვილის შესახებ ექსპერტი ნინო ფოჩხუა.
როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, ფოტო ალბათ გადაღებულია 2012 წელს, მაშინ როდესაც ივანიშვილის გვერდით ბევრი ადამიანი იკრიბებოდა. მაგრამ, ამ ფოტოთი ვერავინ იტყვის, რომ მათ თუნდაც ახლო ნაცნობობა გააჩნდათ.
,,ყოველდღე ბერავს ტყუილებით საზოგადოებას სუსის ყოფილი უფროსის მოადგილე. მეტი დამაჯერებლობისთვის, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის სახელის ხსენება აუცილებელია. უკვე მისი ოჯახის წევრებიც არ ერიდებიან ივანიშვილის ლანძღვას და მუქარას. გუშინ ირაკლი კობახიძემ ამხილა გოგაშვილი ტყუილში, ივანიშვილი 2018 წლამდე არ იცნობდა ბიძინას, პირველად მაშინ ნახა, როცა უკვე წამოსული იყო უწყებიდან და ალბათ უკანასკნელად.
კობახიძის ამ გამოსვლის შემდეგ, ოჯახმა არ დააყოვნა და ამ ფოტოს ფრიალი დაიწყო, მეტი დამაჯერებლობისთვის. ეს ალბათ 2012 წელია, მაშინ როცა ივანიშვილი ახალი შემოსული იყო პოლიტიკაში, გოგაშვილი კი ალბათ, ჯერ კიდევ ხორცს ჰყიდდა, მისნაირი ბევრი ტრიალებდა იმ დროს, ალბათ ივანიშვილის გვერდით. ამ ფოტოთი ვინმე იტყვის მათ ახლო ნაცნობობასაც კი? აი, ასეთი არაკაცი და ნაძირალაა იოსებ გოგაშვილი, მე თუ მკითხავთ ოჯახიც ასეთი ჰყავს და შვილებიც ასე გაზარდეს მომხვეჭელობაში, სიცრუესა და ტყუილში. ეს ისტორიაც დამთავრდება, მაგრამ გოგაშვილი და ის ჟურნალისტები, ვინც მასთან ერთად მონაწილეობენ ამ პროცესში, ვერასდროს მოიცილებენ ქვეყნის მოღალატის იარლიყს,’’ – წერს ფოჩხუა.