“ნაციონალური მოძრაობის” მედიის მთავარი კითხვა – რა მოტივაცია აქვს სოსო გოგაშვილს, რატომ უნდა თქვას ტყუილი?- ღიმილისმომგვრელია, მაგრამ ამავდროულად, საზოგადოების შეცდომაში შემყვანი. მე აგიხსნით – რა მოტივაცია სჭირდება ნაცმოძრაობის და მათი დავალებების მიმცემების 5 მილიონ დოლარად ნაყიდ აგენტს? ცოტა საბაბი და მიზეზი აქვს? – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ქართველიშვილი წერს.
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ესეც რომ არ იყოს, რომ გაიყიდა ამის საფასური ხომ უნდა გადაიხადოს? დავალება ხომ უნდა შეასრულოს?
„ნაციონალური მოძრაობის” მედიის მთავარი კითხვა – რა მოტივაცია აქვს სოსო გოგაშვილს, რატომ უნდა თქვას ტყუილი? – ღიმილისმომგვრელია, მაგრამ ამავდროულად, საზოგადოების შეცდომაში შემყვანი. მე აგიხსნით: რა მოტივაცია სჭირდება ნაციონალური მოძრაობის და მათი დავალებების მიმცემების ნაყიდ აგენტს? რა მოტივაცია სჭირდება 5 მილიონ დოლარად ნაყიდ აგენტს? ცოტა საბაბი და მიზეზი აქვს? თავისი გაყიდული თავპირის გადარჩენა არ უნდა? ესეც რომ არ იყოს, რომ გაიყიდა – ამის საფასური ხომ უნდა გადაიხადოს? დავალება ხომ უნდა შეასრულოს? აბა რა ეგონა, 5 მილიონ დოლარს რომ იჯიბავდა?“ – წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.