ჯუანშერ ბურჭულაძე: ჩვენი მთავრობის დაანონსებული გზა, პოლიტიკა არის მშვიდობა რეგიონში

ჩვენი მთავრობის დაანონსებული და არჩეული გზა და პოლიტიკა არის მშვიდობა რეგიონში, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„მშვიდობა რეგიონში არ მოიცავს მარტო კავკასიის რეგიონს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ და ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ როლი შევასრულოთ მშვიდობაში. ეს იქნება კავკასიის თუ უფრო დიდი რეგიონის მასშტაბით. რაც შეეხება სომხეთ-აზერბაიჯანს შორის განვითარებულ მოვლენებს, ჩვენი როლი აქ იქნება მხოლოდ მშვიდობა. ჩვენ ყოველთვის იმ მოლაპარაკებების ინიციატორები ვიქნებით, სადაც საშუალება გვექნება. ეს იქნება ტყვეთა გაცვლა თუ რაიმე ქმედება. ეს იყო პრემიერის ინიციატივა და ეს იყო სამაგალითო ყველასთვის“, – განაცხადა მინისტრმა.

Back to top button