რომ კითხო დიდი პოლიტოლოგია, ადრე კი პოლიტიკოსობასაც იჩემებდა – სინამდვილეში საუბრობდა თუ მოშლილი ტრაქტორის მოტორი (ძრავა) იყო ვერ გაიგებდი. იდეები ხომ მაგარი და სუპერ რაციონალური აქვს ყველაფერზე, ახლა კი თავის აზრით, ადამიანების შეურაცხყოფაზე გადასულა, რამე რომ იყოს გორბაჩოვს დიდ დემოკრატს და რეფორმატორს დაუძახებს, ბიძინა ივანიშვილს კი თურმე იმდენად ვერ იტანს, რომ საბჭოთა ფიგურას ეძახის – ასე ეხმიანება ესპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებას.
მისი თქმით, უმადურ ხელმოცარულთა ტაქტიკაა, ვერშემდგრობიდან გამწარებულები, თავის ჭკუით ქილიკ-კრიტიკაზე გადადიან, საბოლოდ კი თვითონ ხდებიან დასაცინებიც და დასაცავებიც.
„ახლა ამას, რომ კითხო დიდი პოლიტოლოგია, ადრე კი პოლიტიკოსობასაც იჩემებდა- სინამდვილეში კი საუბრობდა თუ მოშლილი ტრაქტორის მოტორი (ძრავა) იყო ვერ გაიგებდი. იდეები ხომ მაგარი და სუპერ რაციონალური აქვს ყველაფერზე, ახლა კი თავის აზრით, ადამიანების შეურაცხყოფაზე გადასულა, რამე რომ იყოს გორბაჩოვს დიდ დემოკრატს და რეფორმატორს დაუძახებს, აი ბიძინა ივანიშვილს კი თურმე იმდენად ვერ იტანს, რომ საბჭოთა ფიგურას ეძახის. უმადურ ხელმოცარულთა ტაქტიკაა ასეთი, ვერ შემდგრობიდან გამწარებულები, თავის ჭკუით ქილიკ-კრიტიკაზე გადადიან, საბოლოდ კი თვითონ ხდებიან დასაცინებიც და დასაცავებიც. მისი ყოფილი პარტიული კოლეგა ლევან ბერძენიშვილიც ასე არაა, ხან ერეკლეს ეცა ხანაც ხანაც მის ხმალს, საბოლოოდ კი თელავის ერთ-ერთ საპირფარეშოს კედელის ლურსმანზე აღმოჩნდა წამოცმული. ზაქარეიშვილიც ასე იქცევა მთავარია ყურადღება მიიქციოს და რის ფასად და როგორ, მნიშვნელობა არა აქვს. ისე, ეს სურათი, თავის მინაწერით რომ არ მენახა, ვერც გავიგებდი რა თქვა, ნეტავ თვითონ თუ ესმის…“ – წერს ნიკოლეიშვილი faceboook – ზე.