ლანჩხუთში, სოფელ სუფსაში თევზის ფესტივალი გაიმართა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში თევზის ფესტივალი გაიმართა.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი ნაწარმი, მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდა მდინარე სუფსაზე ნავით გაესეირნათ, შეეძლოთ დაეგემოვნებინათ ადგილობრივი თევზის ნაირსახეობა.

ამავე დროს მდინარე სუფსაზე სპინინგით თევზჭერის ტურნირი გაიმართა, გამოვლინდნენ გამარჯვებულები. ჩატარდა სპორტული თევზჭერის მასტერკლასი.

კონკურსის ,,თევზის ფესტივალის/Fish Festival ლოგოს” გამარჯვებული ადგილობრივი ნინო ხამაშურიძე გახდა, მას გამარჯვება მიულოცა და საჩუქრები გადასცა ჟურნალისტმა ლალი მოროშკინამ.

ღონისძიება კონცერტით დასრულდა, რომელშიც, როგორც ადგილობრივი შემსრულებლები, ისე მუსიკალური ბენდი ,,why not/რატომაც არა” მონაწილეობდა.

თევზის ფესტივალს სახელმწიფო რწმუნებულის გურიის მხარეში მოადგილე ქეთი მოისწრაფიშვილი, ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელბი, ჟურნალისტები და ბლოგერები ესწრებოდნენ.

 

Back to top button