საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი ელენე ხოშტარიას ფეისბუქ სტატუსს ეხმიანება. მისი თქმით მან დაფინანსების მეორე წყარო ამხილა- კეზერაშვილი მის პარტნიორად დაასახელა და განაცხადა რომ ამაზე თავის მართლებას არავისთან აპირებს.
“ჩემი ფასეულობებით გადავწყვეტ” … აცხადებს ელენე ხოშტარია დიახ, მისი ფასეულობებით ნაკარნახევია მისი ქმედებები პოლიტიკასა თუ ყოფით ყოველდღიურობაში. ალბათ გახსოვთ : პარლამენტში რუსული ჰიმნის გაჟღერებით თავმომწონე ელენე ხოშტარია – ეს მისი ფასეულობებით ნაკარნახევი ქმედება იყო; თბილსერვის ჯგუფის (ნაგვის) მანქანაზე შემხტარი ელენე ხოშტარია- ეს მისი ფასეულობებით ნაკარნახევი ქმედება იყო მთავრობის ადმინისტრაციაში წითელი საღებავით შევარდნილი ელენე ხოშტარია- ეს მისი ფასეულობებით ნაკარნახევი ქმედება იყო;
კანცელარიასთან რუსულ კეტჩუპისა და რუსული ბრინჯით მორბენალი ელენე ხოშტარია-ეს მისი ფასეულობებით ნაკარნახევი ქმედება იყო; სკოლის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილის “დიდების” შეტანის გამო გაბრაზებული ელენე ხოშტარია- ეს მისი ფასეულობებით ნაკარნახევი ქმედება იყო; გომელაურისა და ლილუაშვილის, ივანიშვილის, რიგი მოსამართლეების სანქცირების იდეით შეპყრობილი ელენე ხოშტარია-ეს მისი ფასეულობებით ნაკარნახევი ქმედება იყო; და კიდევ რამდენი რამის დაწერა შეიძლება … რუსული რუბლის გადახურდავებით დაღლილმა ელენე ხოშტარიამ მისი დაფინანსების მეორე წყარო ამხილა-კეზერაშვილი მის პარტნიორად დაასახელა და განაცხადა რომ ამაზე თავის მართლებას არავისთან აპირებს. მოკლედ და კონკრეტულად გაწვდილი ერთი ხელით რუსეთისკენ, მეორე ხელით კეზერაშვილისკენ ქართულ პოლიტიკას დიდი ამორალურპოლიტიკური “ძივა” ჰყავს რომლის მიერ გაკეთებული საქვეყნო საქმე ჯერ არავის უნახავს”- წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.