საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გმირთა მოედანზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და საქართველოს თავდაცვის ძალების წინააღმდეგ მიმართულ ცილისმწამებლუr კამპანიასა და გავრცელებულ დეზინფორმაციებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა:
“ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რას შეიძლება ემსახურებოდ ეს ისრიტორიკა, რაც უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება. ვის უგზავნით გზავნილს, რომ ქართული ჯარი სუსტია. არ არის ასეთი რეალობა“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტის კითხვაზე ქართული ჯარის დასუსტებასთან დაკავშირებით.