თავდაცვის მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალსა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალის ურთიერთმიმართების თანამედროვე გამოწვევების შესახებ საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა.

კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ სიტყვით  მიმართა. მან ისაუბრა თავდაცვის სამინისტროს, კერძოდ, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისა (DIBS) და თსუ-ის მჭიდრო თანამშრომლობაზე. გრიგოლ გიორგაძემ აღნიშნა, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი კურსი, სწორედ, ამ ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგია.  აღინიშნა, რომ 2023 წლიდან თავდაცვისა და უსაფრთხოების პროგრამა უნივერსიტეტის ერთწლიანი აღმასრულებელი სამაგისტრო პროგრამის ნაწილი გახდება.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი და უცხოელი საერთაშორისო სამართლის სპეციალისტებმა – მეცნიერებმა, მკვლევარებმა, პრაქტიკოსმა იურისტებმა. ღონისძიება თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტისა და საერთაშორისო სამართლის ევროპული საზოგადოების (ESIL) ორგანიზებით გაიმართა.

Back to top button