ნიკოლოზ სამხარაძე: მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი რეგიონის უკანონო ანექსიას

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიას ეხმაურება.

„მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი რეგიონის უკანონო ანექსიას. ამ გადაწყვეტილებას არ აქვს საერთაშორისო ლეგიტიმაცია და ის ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. სუვერენული ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა ხელშეუხებელია, ძალისმიერი მეთოდებით საზღვრების შეცვლა დაუშვებელია“, – წერს სამხარაძე.

Back to top button