,,ამ რუსულ თემაზე, ტურისტები შემოდიან უამრავი, ათი პროცენტი დარჩა, აღმოჩნდა, რომ მაშინ ერთი პროცენტიც არ იყო. ყველა ჯერზე მტკიცებულებებით ვადასტურებთ, რომ ფეიკია, ყველა ჯერზე ქართული სახელმწიფო, საქართველოს ხელისუფლება იღებს პასუხისმგებლობას. ამ ჯერზეც, ქართული სახელმწიფო და საქართველოს ხელისუფლება იღებს პასუხისმგებლობას უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით’’ – განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, თითოეულ მათგანზე ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას შესაბამისი ინსტრუქციის მიხედვით და რისკების გათვალისწინებით იღებს მესაზღვრე, რომელსაც ამის სპეციალური კომპეტენცია გააჩნია და მცირე რისკის შემთხვევაშიც კი ადამიანის შემოშვება არ ხდება.
,,თითოეული შემოსული ადამიანი ინდივიდუალურად გადის რისკების მონიტორინგს და ამიტომ იღებს ხელისუფლება პასუხისმგებლობას ამ შემოდინებაზე. თუკი, რაიმე რისკია, მცირე მაინც, მოკითხული მაქვს შესაბამის უწყებებთან და მათგან მიღებული მაქვს განმარტება, რომ მცირე რისკის შემთხვევაშიც კი ადამიანის შემოშვება არ ხდება. ცივილიზებული სამყაროს ბევრმა დიდმა ქვეყანამ გააკეთა განცხადება, რომ თუკი ვინმე გაურბის იქაურ მობილიზაციას, საქართველოში რომ დეზერტირებს უწოდებენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები პუტინთან ერთად, მის მესიჯზე სხედან და დაფიქრდნენ რას აკეთებენ, მათი ქვეცნობიერი რომ ამას ალაპარაკებს, იმ ხალხზე ასევე რისკების გადამოწმება მიდის და თითოეულ მათგანზე ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ინსტრუქციის მიხედვით და რისკების გათვალისწინებით მესაზღვრე, რომელსაც ამის სპეციალური კომპეტენცია გააჩნია, როგორც სხვა ყველა ქვეყანაში. ვიცით ჩვენ სტატისტიკა, რომ ნახევარ მილიონს ასახელებდნენ, 100 ათასობით ადამიანს, 700 ათასს, ესეც ტყუილია ყველაფერი. თუ არის ზუსტი ციფრი არ მახსოვს, ბოლო ორი დღის სტატისტიკა ალბათ კიდევ შეიცვლებოდა, 60 ათასი ადამიანი, რომელიც არ გასულა ქვეყნიდან, მათი ძალიან დიდი ნაწილი არის ან ეროვნებით ქართველი, ან სომეხი და აზერბაიჯანელი ეროვნების, რომლებსაც საქართველოში ჰყავთ ოჯახები და საქართველოში მაცხოვრებლები არიან და აქვთ რუსეთის მოქალაქეობაც, არიან რუსეთის მოქალაქეებიც, მაგრამ თითოეულთან დაკავშირებით სასაზღვრო შესაბამის სამსახურებს გავლილი აქვთ რისკებთან დაკავშირებული ყველა საკითხი, ამიტომ დამშვიდდნენ, როგორც წინა შემთხვევაში გაამართლა ამ რისკების ჩვენ თავზე აღებამ, ასე არ გამართლდება მათი ,,იმედები’’- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.