დღეს 1-ელ ოქტომბერია, სიმბოლური და სამახსოვრო თარიღი ბევრი რამით. 10 წლის წინ საქართველოს საზოგადოებამ ბოლო მოუღო ქვეყანაში ავტოკრატიულ რეჟიმს. ხელისუფლებას 8 წლის მანძილზე დაპატრონებული ავანტიურისტები, როგორც საკუთარ თავს უწოდებდნენ „იდეური, თავზეხელაღებული“ გაისტუმრა ხელისუფლებიდან – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
ანჯაფარიძის თქმით, სიმბოლურია, რომ სწორედ ერთი წლის წინ ამ დღეს აღმოჩნდა ციხეში იმ რეჟიმის დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილი და დღეს იგი ციხიდან წერილს იწერება, რომლის ყოველი სიტყვიდან სიყალბე ყვირის.
„დღეს 1 ოქტომბერია, სიმბოლური და სამახსოვრო თარიღი ბევრი რამით. 10 წლის წინ საქართველოს საზოგადოებამ ბოლო მოუღო ქვეყანაში ავტოკრატიულ რეჟიმს. ხელისუფლებას 8 წლის მანძილზე დაპატრონებული ავანტიურისტები, როგორც საკუთარ თავს უწოდებდნენ „იდეური, თავზეხელაღებული“ გაისტუმრა ხელისუფლებიდან. სიმბოლურია, რომ სწორედ ერთი წლის წინ ამ დღეს აღმოჩნდა ციხეში იმ რეჟიმის დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილი და დღეს იგი ციხიდან წერილს იწერება, რომლის ყოველი სიტყვიდან სიყალბე ყვირის. საკუთარ თავს ტყვეს უწოდებს, როდესაც კანონის ძალით არის დაპატიმრებული და გასამართლებული, თუნდაც საზღვრის უკანონო გადმოკვეთის გამო. მთავარი შემდეგ იწყება, საიდანაც ძალიან კარგად ჩანს რომ თუკი ვინმეს შეიძლება ვუწოდოთ „უსამშობლო“ ერთ-ერთი სწორედ მიშა სააკაშვილია. ის აცხადებს რომ უკრაინაში ომი ქართველების სამამულო ომია(!?), რომ თურმე ეხლა უკრაინის ფრონტის წინა ხაზზე უნდა იდგეს „ჯავშანჟილეტით და ავტომატით,“ რატომღაც მას არ გასჩენია სურვილი 2008 წელს საქართველოს სამამულო ომის დროს ერთხელ მაინც გასულიყო თავის ქვეყნის მეომრებთან ფრონტის წინა ხაზზე. ალბათ იმიტომ რომ ეს ქვეყანა არასოდეს მიაჩნდა და არც ეხლა მიაჩნია სამშობლოდ. ექსპრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკური გარჩევები აღარ აინტერესებს. სააკაშვილი რომ იტყვიან სააკაშვილად დარჩა და ეხლაც მისთვის ჩვეულ ხრიკებს და მანევრებს მიმართავს, რომ როგორმე ციხიდან თავი დაიძვრინოს. ის აცხადებს რომ „საერთოდ აღარ მაინტერესებს საქართველოს შიდა პოლიტიკური გარჩევები,“ ამით თითქოს გზავნილს უგზავნის ხელისუფლებას, რომ მზადაა ქართულ პოლიტიკას გაერიდოს. ამავე დროს ფაქტიურად წიხლს ჰკრავს მის პირმშოს – „ნაცმოძრაობას“ და ეუბნება კისერიც გიტეხიათო. ეტყობა ნაწყენია, რომ მის გასათავისუფლებლად „შეუძლებელი“ არ გააკეთეს. მოკლედ, ბელადმა პარტიას რომ იტყვიან „დაადო“ – წერს ანჯაფარიძე facebook – ზე.