ნინო ფოჩხუა: გამარჯვების თავი და თავი ბიძინა ივანიშვილია, რომელიც ჩვენთან ერთად უძლებდა იმ გაუგონარ თავდასხმებს, რასაც მის და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ახორციელებდა ის კრიმინალური ბანდა, რომელიც ყველა საშუალებით ცდილობდა ხელისუფლებაში დაბრუნებას

უცბად გაიარა 10 წელმა, ამ პერიოდში კიდევ ბევრი რამე გადავიტანეთ ჩვენი ნერვების ფასად, ვიცხოვრეთ ამდენი შიდა და გარე მტრის გარემოცვაში, მაგრამ მაინც მაგრად იდგა და დგას ჩვენი ქვეყანა, წინ მიიწევს – ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა „ქართული ოცნების“ გამარჯვების 10 წლის იუბილეს.

 

„არ დამავიწყდება ეს დღე არასდროს, დედა და მთელი ჩემი უბნის მოხუცი მეზობლები საკუთარი კალმებით და “ტაბურეტებით” შეიარაღებულები როგორ მივიდნენ საარჩევნო უბანთან ხმის მისაცემად და შემდეგ ღამის გასათევად, ჩვენი მომავლის დასაცავად. უცბად გაიარა 10 წელმა, ამ პერიოდში კიდევ ბევრი რამე გადავიტანეთ ჩვენი ნერვების ფასად, ვიცხოვრეთ ამდენი შიდა და გარე მტრის გარემოცვაში, მაგრამ მაინც მაგრად იდგა და დგას ჩვენი ქვეყანა, წინ მიიწევს. ამის თავი და თავი კი ბიძინა ივანიშვილია, რომელიც ჩვენთან ერთად უძლებდა იმ გაუგონარ თავდასხმებს, რასაც მის და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ახორციელებდა ის კრიმინალური ბანდა, რომელიც ყველა საშუალებით ცდილობდა ხელისუფლებაში დაბრუნებას. გაუძლო და მასთან ერთად ჩვენც გავუძელით. რასაც დაპირდა, აუსრულა, მშვიდად, წყნარად, ყოველგვარი ძალადობის გარეშე, უკვე იქამდე მივიდნენ, რომ საკუთარი ხელით მარგინალდებიან. მადლობა ბიძინა ივანიშვილს და ჩემს საყვარელ ქართველებს. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს! თან როგორი სიმბოლურია, მიშას დაჭერის წლისთავია!“ – წერს ფოჩხუა facebook – ზე.

Back to top button