თავდაცვის მინისტრი მომავალი წლის თავდაცვის უწყების ბიუჯეტის ზრდას გამოეხმაურა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი სენაკში, II ქვეითბრიგადაშიიმყოფებოდა. ჯუანშერ ბურჭულაძე სამხედროების გეგმიურ სწავლებას დაესწრო, რომლის დასრულების შემდეგაც სამხედროებს პირადად გაესაუბრა.

თავდაცვის მინისტრი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა მომავალი წლის თავდაცვის უწყების ბიუჯეტის მნიშვნელოვან ზრდას და სამხედროებს განუმარტა, რომ ხელფასების მატება განგრძობითი პროცესი იქნება. როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით „ჯარისკაცზე ზრუნვის“ ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებს ანაზღაურება 2023 წლიდან კიდევ 20%-ით გაეზრდებათ, რომელიც მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. გაზრდილი ბიუჯეტი, პროპორციულად, თავდაცვის უწყების ყველა მიმართულების განვითარებას და გაძლიერებას მოემსახურება.

Back to top button