ირაკლი ღარიბაშვილი: პირველ ოქტომბერს აღვნიშნეთ 10 წლის იუბილე, რაც ჩვენი პარტია, მმართველი ძალა მოვიდა ხელისუფლებაში და მას შემდეგ უპრეცედენტოდ უწყვეტი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების პერიოდი დადგა

მინდა, ვთქვა მთავარი – ჩვენ გუშინ, პირველ ოქტომბერს აღვნიშნეთ 10 წლის იუბილე მას შემდეგ, რაც ჩვენი მმართველი პარტია, მმართველი ძალა მოვიდა ხელისუფლებაში და მას შემდეგ უპრეცედენტოდ უწყვეტი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების პერიოდი დადგა ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს გვჭირდება სწორედ მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, ხალხს სჭირდება მეტი კეთილდღეობა და ამისთვის ხელისუფლება კიდევ უფრო მეტს გააკეთებს.

„ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ დღეს გვჭირდება სწორედ მშვიდობა, გვჭირდება სტაბილურობა და განვითარება, ჩვენს ხალხს სჭირდება მეტი კეთილდღეობა და ამისთვის კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ, იმისთვის, რომ ჩვენი მთავარი ოცნება და მთავარი მიზანი იყოს მიღწეული და შესრულებული – ეს არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, ჩვენი ქვეყანა არის დროებით ოკუპირებული, მნიშვნელოვანი ნაწილი, მაგრამ მჯერა, რომ საქართველო გაერთიანდება”,- განაცხადა პრემიერმა.

Back to top button