პატარა დაუსჯელობა გადადის დაუსჯელობის მდინარეში და გვირგვინდება დაუსჯელობის Выдаюшийся ჩანჩქერით – რომლის შეჩერება უკვე ჭირს. ვაშაძისნაირების სიუხვე კი ქმნის ჩანჩქერთა კასკადს, როგორც იმის თვალნათელი მაგალითი, რომ ყოველი დანაშაულის ჩადენა არ უნდა მიიყვანო ხანდაზმულობის გასვლის ზღვრამდე. პატიება “მოსულა” მხოლოდ იმასთან მიმართებაში, ვისაც ამის სწორად აღქმის უნარი და მადლიერების გრძნობა გააჩნია. Выдающийся კრიმინალი ვაშაძე ამ კატეგორიას არ განეკუთვნება! – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ირაკლი კობახიძის შესახებ გაკეთებულ გიორგი ვაშაძის განცხადებას.
„დაუსჯელობის სინდრომი ციხეში აბლატავებს “პეტუხებს”, პოლიტიკაში – ურეიტინგო “იმპოტენტებს”, ხოლო ძაღლების გარეშე დარჩენილ სივრცეებს – ავსებს კატების ყეფით. ეს ე.წ. Выдающийся (რუსული ვიკიპედიის თანახმად) კრიმინალი ჯერ ვანო მერაბიშვილისთვის – ვინმე “მაისურაძის” გვარზე დაბეჭდილი ყალბი პასპორტის მუხლით უნდა დაეჭირათ, მერე თუნდაც იმ 11 000 ყალბი პირადობის მოწმობის საქმეზე (რომლებიც ზუგდიდის “კომბინატის” დასახლების ერთ-ერთ სარდაფში აღმოვაჩინეთ) – ბრალი უნდა დამძიმებულიყო და იმ უცნაური ამბისთვისაც პასუხი უნდა ეგო – ათასობით თბილისელმა 2013-14 წ.წ. ზამთარში სულადობის მიხედვით გასამმაგებული კომუნალურები რომ იხადეს, საკუთარ ბინაში “ჩაწერილი” უცხო ტომის წარმომადგენელთა (ინდუსები, პაკისტანელები) გამო. პატარა დაუსჯელობა გადადის დაუსჯელობის მდინარეში და გვირგვინდება დაუსჯელობის Выдаюшийся ჩანჩქერით – რომლის შეჩერება უკვე ჭირს.
ვაშაძისნაირების სიუხვე კი ქმნის ჩანჩქერთა კასკადს, როგორც იმის თვალნათელი მაგალითი, რომ ყოველი დანაშაულის ჩადენა არ უნდა მიიყვანო ხანდაზმულობის გასვლის ზღვრამდე. პატიება “მოსულა” მხოლოდ იმასთან მიმართებაში, ვისაც ამის სწორად აღქმის უნარი და მადლიერების გრძნობა გააჩნია. Выдающийся კრიმინალი ვაშაძე ამ კატეგორიას არ განეკუთვნება!“ – წერს ქართველიშვილი facebook – ზე.