ვიმედოვნებ, ქართული პოლიტიკური ხელმძღვანელობა ძალიან კარგად უწყის, რას აკეთებს, რომ არ შუერთდა სანქციებს, ისევე, როგორც თურქეთი არ შუერთდა. ვიმედოვნებ, ასეთივე ფრთხილ პოლიტიკის გზას ირჩევს, როგორც თურქეთი, იმიტომ, რომ თურქეთი ძალიან სერიოზულად უჭერს მხარს უკრაინას და არა პუტინის არალეგალურ ომს – ასე უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მეთიუ ბრაიზამ „ტვ პირველის“ ეთერში დასმულ კითხვას – არის თუ არა საქართველოს ხელისუფლება პრორუსული.
მეთიუ ბრაიზამ პარალელი გაავლო უკრაინასთან მიმართებაში თურქეთის ხელისუფლების მოქმედებებთან და აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა ერდოღანმა ბეწვის ხიდზე იარა – ერთის მხრივ, თურქეთმა ძალიან დიდი პოლიტიკური მხარდაჭერა გაუწია უკრაინას, მეორე მხრივ, პრეზიდენტი ერდოღანი ძალიან ფრთხილობდა, რომ არ დაეწვა რუსეთთან ის ხიდები, რომელიც შექმნა, გარკვეული მედიატორის როლს ასრულებდა და ამ მიმართულებით მკაცრ რიტორიკას რუსეთისა და პუტინის მიმართ ერიდებოდა.
„არ ვიცნობ ბატონ ივანიშვილს, მხოლოდ ერთხელ შევხვედრივარ მას, არ ვიცნობ საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს პოზიციებზე მყოფ პირებს და ამჟამად ვცხოვრობ თურქეთში. ამ ქვეყანაში პრეზიდენტმა ერდოღანმა ბეწვის ხიდზე იარა, ერთის მხრივ, მან, უფრო სწორედ თურქეთმა გაუწია ძალიან დიდი პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინას, დაგმო, ის მუდმივ რეჟიმში გმობდა რუსეთის რუსეთის აგრესიას და ანექსიას, მუდმივად მხარს უჭერდა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სულ მხარს უჭერდა ნატოს გაფართოებას, საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში შესვლის მხრივ და აწვდიდა საბრძოლო იარაღს უკრაინას, მათ შორის ბაირახტარს.
მეორე მხრივ, პრეზიდენტი ერდოღანი ძალიან ფრთხილობდა, რომ არ დაეწვა ხიდები რუსეთთან, ის ხიდები, რომელიც შექმნა და რაღაც გარკვეული მედიატორის როლს ასრულებდა და ამ მიმართულებით მკაცრ რიტორიკას რუსეთისა და პუტინის მიმართ ერიდებოდა. ამან მისცა თურქეთს საშუალება, რომ ერთგვარ მედიატორად გამოსულიყო, მათ შორის იმ პროცესში, რომ 25 მილიონი ტონა უკრაინული მარცვლეული გამოსულიყო უკრაინიდან ახლო აღმოსავლეთში თუ აფრიკის რეგიონში შესასვლელად, რომ არ ყოფილიყო გლობალური შიმშილი, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ერდოღანი არის პრორუსული, პროუკრაინულია.
ბევრად უკეთ ვიცნობ დღევანდელ თურქულ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, ვიდრე ქართულს, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ქართული პოლიტიკური ხელმძღვანელობა ძალიან კარგად უწყის, თუ რას აკეთებს, იმიტომ, რომ არ შუერთდა სანქციებს, ისევე, როგორც თურქეთი არ შუერთდა. ვიმედოვნებ, რომ ასეთივე ფრთხილ პოლიტიკის გზას ირჩევს, როგორც თურქეთი, იმიტომ, რომ თურქეთი ძალიან სერიოზულად უჭერს მხარს უკრაინას და არა პუტინის არალეგალურ ომს, რომელმაც გაეროს ყველა ჩარტერის გვერდის ავლით ყველანაირი საერთაშორისო კანონი დაარღვია“ – განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.