კითხვაზე, როგორ აყალბებს IRI და NDI კვლევებს, პასუხი იქნებოდა – აშშ-ის ელჩს ჰკითხეთ – გოგა ხაინდრავა

„დღეს კითხვაზე როგორ აყალბებს IRI და NDI კვლევებს, პასუხი იქნებოდა – აშშ-ის ელჩს ჰკითხეთ“, – ამის შესახებ კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ტვიტერზე წერს.

„მახსოვს, საბჭოთა კავშირში გამოვიდა ფილმი – „როგორ მოვიპაროთ მილიონი?“ თბილისში აფიშას მიაწერეს: ჩურკინს ჰკითხეთ! ჩურკინი საქართველოს სსრ ცკ-ს მეორე მდივანი იყო ანუ „ნამესტნიკი“. დღეს კითხვაზე: – როგორ აყალბებს IRI-ი და NDI-ი კვლევებს? პასუხი იქნებოდა – აშშ-ს ელჩს ჰკითხეთ“, – წერს ხაინდრავა.

Back to top button