ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს ეხმიანება, სადაც მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის მიერ ინიცირებულ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველ სამიტში.
ექსპერტის თქმით ზოგიერთთა გულისგასახეთქად და ქვეყნის კეთილმოსურნეთა გასახარად საქართველოს და პრემიერის პრესტიჟი წინ მიიწევს და ასე მძიმედ, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ ევროკავშირისაკენ!
„უაღრესად წარმატებული ვიზიტი აქვს საქართველოს პრემიერს ევროპაში! პრაღაში შეკრებილი არიან ევროპის ყველა ქვეყნის პირველი პირები რუსეთისა და ბელორუსიის გარდა! აგრეთვე ის ქვეყნები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ “აღმოსავლეთის პარტნიორობის” პროგრამაში! ჩვენი ქვეყნის პირველი პირი გახდა ერთ-ერთი სხდომის თანათავმჯდომარე, სადაც საფრანგეთის, ლიეტივის, ჩეხეთის, თურქეთის…და სხვა ქვეყნების პირველ პირებთან განიხილეს ევროპის და საერთოდ კონტინენტზე შექმნილი აქტუალური საკითხები! ერთი სიტყვით მიუხედავად აქაური ე.წ. ტოქსიკური ოპოზიციის ყიყინისა, რომ საქართველო იზოლაციაშია სინამდვილეში სხვა გვაჩვენა! სახელდობრ ზოგიერთთა გულისგასახეთქად და ქვეყნის კეთილმოსურნეთა გასახარად! საქართველოს და პრემიერის პრესტიჟი წინ მიიწევს და ასე მძიმედ, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ ევროკავშირისაკენ!“- წერს გვენეტაძე Facebook-ზე.