არ მახსენდება ერთი შემთხვევაც კი, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ვიზიტი ჰქონოდა საზღვარგარეთ და წარმატებული არ ყოფილიყო. აქ საქართველოს პრემიერ-მინისტრზეა საუბარი, მის აღიარებაზე და პატივისცემაზე, რაც რეალურად საქართველოს აღიარებასა და პატივისცემას ნიშნავს- ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პრაღაში, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს, ევროკავშირის მიერ ინიცირებულ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველ სამიტზე.
ექსპერტის თქმით დისკუსიას, სადაც ისეთი საკითხები განიხილება, როგორიცაა არსებული გეოპოლიტიკური ვითარება, უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებები, ჩვენი ქვეყნის პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თანათავმჯდომარეობს! დამეთანხმებით, ეს კი ჩვენი ქვეყნის პრესტიჟიცაა და დიდი პატივისცემის გამოვლინებაც.
„არ მახსენდება ერთი შემთხვევაც კი, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ვიზიტი ჰქონოდა საზღვარგარეთ და წარმატებული არ ყოფილიყო. ცხადია მავნებელ რადიკალებისთვის და მათი პარტიული ტელევიზიებისთვის არც მისი ქვეყნის შიგნით გაკეთებული საქმეები მოსაწონი, ხოლო საერთაშორისო ასპარეზზე მისი გამოჩენა ხომ საერთოდ შოკში აგდებთ. იმდენად გადადიან ჭკუაზე ამ ამბებს ან არ აშუქებენ ან ძალიან მოკლედ, წამიერად თუ გაირბენს სადმე. არადა ფაქტია, რომ აქ საქართველოს პრემიერ მინისტრზეა საუბარი, მის აღიარებაზე და პატივისცემაზე, რაც რეალურად საქართველოს აღიარებასა და პატივისცემას ნიშნავს.
ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველი სამიტს, რომელსაც ესწრებოდნენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი, ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი, მონტენეგროს პრეზიდენტი მილო დუკანოვიჩი და ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი ხავიერ ბეტელი ესწრებოდნენ.
ამ შემადგენლობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ სამიტს საკმაოდ მაღალი დონე და მნიშვნელობა ამ პოლიტიკურმა ლიდერებმაც შესძინეს. სწორედ ამ მნიშვნელოვანი სამიტის თემატური დისკუსიის – მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპის კონტინენტზე – თანათავმჯდომარეობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრს კაია კალასს შესთავაზეს. დისკუსიას, სადაც ისეთი საკითხები განიხილება, როგორიცაა არსებული გეოპოლიტიკური ვითარება, უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებები, ევროპული ოჯახის მშენებლობა და იმ ქვეყნების ინტეგრაცია, რომლებიც ევროპულ ოჯახთან არიან ასოცირებული, ჩვენი ქვეყნის პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თანა-თავმჯდომარეობს! დამეთანხმებით, ეს კი ჩვენი ქვეყნის პრესტიჟიცაა და დიდი პატივისცემის გამოვლინებაც“- წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.