ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) პირველი სამიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაურის ორმხრივი, მრავალმხრივი შეხვედრები დასავლელ ლიდერებთან მკაფიოდ გვიჩვენებს თუ საითაა საქართველოს საერთაშორისო კომპასის ისარი – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს პრაღაში.
ანალიტიკოსის თქმით ათ წელზე მეტია სააკაშვილის რადიკალების კონგლომერატი ყველა რესურსით უშედეგოდ ცდილობს დასავლეთის დარწმუნებას, რომ თითქოს “ქართული ოცნება” პრორუსულია. თუმცა, ყველა დესტრუქციულმა მცდელობამ, ლობისტების მოსყიდვამ, შეკვეთილმა სტატიებმა თუ ცალკეულმა დასპონსორებულმა ანგარიშებმა მათ ვერანაირი წარმატება მოუტანეს.
„პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგმა წარმატებულმა ვიზიტმა პრაღაში კიდევ ერთხელ ცხადყო თუ სადაა საქართველოს საგარეო ორიენტირი. ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) პირველი სამიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაურის ორმხრივი, მრავალმხრივი შეხვედრები დასავლელ ლიდერებთან მკაფიოდ გვიჩვენებს თუ საითაა საქართველოს საერთაშორისო კომპასის ისარი.
ეს ღარიბაშვილის რეალური შეხვედრებია და არა ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მსგავსი ჩასაფრებები სხვადასხვა სამიტების დერეფნებში და დასავლელ ლიდერებთან წუთიერი ფოტოების გადაღებების ლამის ძალით გამოთხოვა.
საქართველოს სასოწარკვეთილი რევანშისტი ოპოზიციის ისარი კი მუდმივად მიმართულია ჩრდილოეთისკენ, კრემლისკენ, საიდანაც ვერცხლისმოყვარეობის ვნებების დაკმაყოფილების გარდა, “ნაციონალური მოძრაობის” ღალატის პარტია მუდმივ დავალებებს იღებს ჩვენს ქვეყანაში მორიგი დესტრუქციისა თუ პროვოკაციის წამოწყებაზე. ათ წელზე მეტია სააკაშვილის რადიკალების კონგლომერატი ყველა რესურსით უშედეგოდ ცდილობს დასავლეთის დარწმუნებას, რომ თითქოს “ქართული ოცნება” პრორუსულია. თუმცა, ყველა დესტრუქციულმა მცდელობამ, ლობისტების მოსყიდვამ, შეკვეთილმა სტატიებმა თუ ცალკეულმა დასპონსორებულმა ანგარიშებმა მათ ვერანაირი წარმატება მოუტანეს. ვერც მოუტანდნენ იმაში, რაც თავად არიან და არა საქართველოს ელექტორატის რჩეული მმართველი პარტია“- წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.