გავრცელებული ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს ნიკა მელიას ხელი აქვს მოტეხილი. ამის შესახებ „დაიჯესტს” პარტიასთან დაახლოებულმა წყარომ აცნობა.
წყაროს ინფორმაციით, ნიკა მელიას ხელი სავარაუდოდ პარტიაში მორიგი ჩხუბის დროს დაუზიანდა.
როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე უცნობია. ასევე, უცნობია, რამ გამოიწვია პარტიაში ჩხუბი და ვის დაუპირისპირდა პარტიის თავმჯდომარე.
აღნიშნულ თემაზე „ნაციონალურ მოძრაობაში” კომენტარს არ აკეთებენ.