კორონაცების შტამმა “კრიტიკულმა მედიამ” დაიწყო მორიგი ვირუსის გავრცელება და როგორც ამ შტამს ახასიათებს ფაქტობრივად მკურნალობას არ ექვემდებარება- წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე ფონდი „ქართუს“ მიერ გავრცელებული განცხადების შესახებ.
მისი თქმით ისინი ცდილობენ დააზიანონ ჯანსაღი ორგანიზმი და გაავრცელონ თავიანთი ვირუსული დაავადება, მაგრამ საბედნიეროდ ხალხი უკვე აცრილია მათს ფეიკებზე და შტამი “კრიტიკული მედიის ბოღმა” აღარ მოქმედებს.
„ამონარიდები ფონდ “ქართუს” განცხადებიდან – ბოლო დღეებში პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიასაშუალებებით გავრცელდა ყალბი და უშინაარსო სიუჟეტები ფონდ „ქართუს“ მიერ კომპანია „სულაჟერში“ წილების შეძენისა და ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან ვითომდა ფარული და საეჭვო გარიგებების თაობაზე. . . .
არსებობს ძალზედ პერსპექტიული ანტივირუსული მცენარეული პრეპარატი, რომლის ავტორია ქართველი მეცნიერი ალექსანდრე თავართქილაძე. დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ მის მიერ შექმნილი პრეპარატი „სულაჟერი“ მაღალეფექტურია როგორც საკუთრივ „კოვიდ-19-ის“, ისე სხვა ტიპის ვირუსებთან მიმართებაში.
ამჟამად მიმდინარეობს კომპლექსური ლაბორატორიული და კლინიკური კვლევები, რომელთა მიზანია აღნიშნული პრეპარატის ეფექტურობის საბოლოო დადგენა, მასიურ წარმოებაში გაშვება და მომხმარებლამდე მიტანა. კორონაცების შტამმა “კრიტიკულმა მედიამ” დაიწყო მორიგი ვირუსის გავრცელება და როგორც ამ შტამს ახასიათებს ფაქტობრივად მკურნალობას არ ექვემდებარება. ისინი ცდილობენ დააზიანონ ჯანსაღი ორგანიზმი და გაავრცელონ თავიანთი ვირუსული დაავადება, მაგრამ საბედნიეროდ ხალხი უკვე აცრილია მათს ფეიკებზე და შტამი “კრიტიკული მედიის ბოღმა” აღარ მოქმედებს“- წერს გაბრიჭიძე Facebook-ზე.