დავით ქართველიშვილი: მსოფლიო მნიშვნელობის სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩატარებაში აქტიურად ჩაერთო საქველმოქმედო ფონდი “ქართუ” და შეიძლება ყოველივე ამაში იპოვო ხინჯი? შეიძლება – თუ შენ ხარ უსამშობლო, დესტრუქციული, “გოდების კედლების” მაშენებელი ძალა

იქმნება შთაბეჭდილება, რომ ადგილობრივ პოტენციურ ოლიგარქებს, რომლებსაც ნაძარცვი თანხები აძლევენ საშუალებას დაასპონსორონ სახელმწიფო გადატრიალება ვიღაცა ხელს უშლის თუნდაც თავისი “ბინძური” ფინანსები მოახმარონ თავისივე თანამოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის და სიცოცხლის გადარჩენის საპატიო მისიას – და თუნდაც ამ გზით მოახდინონ თავისი კრიმინალური ფინანსური პირამიდების ნაწილობრივი რეაბილიტირება მაინც- ამის შესახებ „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ფონდი „ქართუს“ განცხადებას ეხმიანება.

მისი თქმით ამ საპატიო მისიაში მოხალისეების არ არსებობის გამო, სწორედ ფონდ “ქართუს” მოუწია საქმეში ჩართვა, რომელიც კანონმდებლობის სრული დაცვით, აფინანსებს ხსენებულ კვლევებს და ცდილობს, პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს აღნიშნული უნიკალური და ფართო მოხმარების სპექტრის მქონე ანტივირუსული პრეპარატი როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

„დღეში რამოდენიმეჯერ მიწევს იმ “გოდების კედელზე” წამოვწიო საუბარი, რომელიც ჩვენმა მავნებლებმა აღმართეს საზოგადოებასა და ქვეყანაში მიმდინარე პოზიტიურ მოვლენებს შორის. ასევე იმ აუცილებლობაზე მიწევს ყურადღების გამახვილება – რატომ უნდა დაინგრეს ეს კედელი, წინააღმდეგ შემთხვევაში არა თუ ქვეყნის განვითარებას, ერის ღრმა დეპრესიიდან და კოგნიტური დისონანსის მდგომარეობიდან გამოყვანას – ამ ქვეყანაში არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია. მაშ ასე – მარტივი მოცემულობაა: მსოფლიო პანდემიის დროს, ქართველმა მეცნიერმა და მკვლევარმა ალექსანდრე თავართქილაძემ თამამი ალტერნატივა შესთავაზა ტრადიციულ ფარმოკოლოგიას – მცენარეულ ბაზაზე მან შექმნა პრეპარატი „სულაჟერი“, მაღალეფექტური როგორც საკუთრივ „კოვიდ-19″-ის, ისე სხვა ტიპის ვირუსებთან მიმართებაში. ამჟამად მიმდინარეობს კომპლექსური ლაბორატორიული და კლინიკური კვლევები, რომელთა მიზანია აღნიშნული პრეპარატის ეფექტურობის საბოლოო დადგენა, მასიურ წარმოებაში გაშვება და მომხმარებლამდე მიტანა.

აღნიშნული მსოფლიო მნიშვნელობის სამეცნიერო-კვლევითი, ექსპერიმენტალური და საწარმოო სამუშაოების ჩატარებაში აქტიურად ჩაერთო საქველმოქმედო ფონდი “ქართუ”, ისევე – როგორც აქამდე იყო ჩართული ქვეყანაში არა ერთ სასარგებლო წამოწყებაში. შეიძლება ყოველივე ამაში შეეცადო და იპოვო ხინჯი? შეიძლება – თუ შენ ხარ უსამშობლო, დესტრუქციული, “გოდების კედლების” მაშენებელი ძალა. სამწუხაროა ის – რომ ამ მავნებლების წინაშე სულ რომ თავის მართლება არ გიწევდეს, ახსნა-განმარტებითი განცხადების კეთება რომ მაინც გიწევს. დიახ, ამ გეგმის განხორციელების პირველ ეტაპზე, საქმეში ჩართული იყო ქართველი მეწარმე დავით ხიდაშელი – რომელიც არის ნაცმოძრაობის პირადი მტერი, ვინაიდან მისი დახმარებით აეხადა ფარდა “დავით გარეჯის” გარშემო არსებულ სკანდალს და ჩადენილ დანაშაულს. რა ვქნათ, რომ სწორედ მას გააჩნია დიდი გამოცდილება და მრავალწლიანი პრაქტიკა ამ კონკრეტულ, ფარმაცევტულ სფეროში. სწორედ ამ კვლევების სირთულესა და ძვირადღირებულობის ფაქტორის გათვალისწინებით იყო განპირობებული ფონდ “ქართუს” ჩართულობა ამ მეტად საჭირო და სასარგებლო პროცესებში. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ადგილობრივ პოტენციურ ოლიგარქებს, რომლებსაც ნაძარცვი თანხები აძლევენ საშუალებას დაასპონსორონ სახელმწიფო გადატრიალება, საბოტაში, დესტრუქციული “პარტიები”, ფეიკ-მედია-საშუალებები – ვიღაცა ხელს უშლის თუნდაც თავისი “ბინძური” ფინანსები მოახმარონ თავისივე თანამოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის და სიცოცხლის გადარჩენის საპატიო მისიას – და თუნდაც ამ გზით მოახდინონ თავისი კრიმინალური ფინანსური პირამიდების ნაწილობრივი რეაბილიტირება მაინც.

ამ საპატიო მისიაში მოხალისეების არ არსებობის გამო, სწორედ ფონდ “ქართუს” მოუწია საქმეში ჩართვა, რომელიც კანონმდებლობის სრული დაცვით, აფინანსებს ხსენებულ კვლევებს და ცდილობს, პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს აღნიშნული უნიკალური და ფართო მოხმარების სპექტრის მქონე ანტივირუსული პრეპარატი როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ – რისთვისაც მორიგ ჯერზე და მერამდენედ, უღრმესი მადლობა მას საქართველოს მოსახლეობის ნორმალური, ჯანსაღი ნაწილის სახელით!“- წერს ქართველიშვილი.

 

Back to top button