მე არ მინდა, რომ კომენტარი გავაკეთო ვიღაცების დამონტაჟებულ რაღაც საუბრებზე და ამაზე დავიწყო სპეკულაციები, ეს არ არის საინტერესო, – ამის შესახებ პრემიერმა თელავში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც სუს-ის მიერ „ქართული ოცნების” მოსმენას შეეხებოდა.
პრემიერის თქმით, „ქართულ ოცნებას” უსმენს მთელი საქართველო.
„ესე იგი, “ქართულ ოცნებას” უსმენს მთელი საქართველო. სუს-იც უსმენს “ქართულ ოცნებას” იმიტომ, რომ ჩვენ ვართ მმართველი ძალა. მე არ მინდა, რომ კომენტარი გავაკეთო ვიღაცების დამონტაჟებულ რაღაც საუბრებზე და ამაზე დავიწყო სპეკულაციები, ეს არ არის საინტერესო,”- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.